Friday, May 29, 2020

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველომ წლიური ანგარიში წარადგინა

გამოქვეყნებულია ანგარიში დეკემბერი 12 2019 font size decrease font size increase font size

მიმდინარე წლის 12 დეკემბერს სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს სათაო ოფისში წლიური ანგარიშის ღონისძიება გაიმართა.

 

ღონისძიებაზე აზერბაიჯანის, ირანის და თურქეთის საელჩოების წარმომადგენლები და სასულიერო პირები ესწრებოდნენ. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ მუსლიმთა სამმართველოს აღმოსავლეთ საქართველოს მუფთი ჰაჯი იასინ ალიევი, დასავლეთ საქართველოს მუფთის წარმომადგენელი ჯემალ ადაძე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საქართველოში საელჩოს პირველი მდივანი სერხან ისმაილოვი, თურქეთის რესპუბლიკის საქართველოში საელჩოს რელიგიის საკითხებში ატაშე აჰმედ ერდემი, ალმუსტაფას უნივერსიტეტის საქართველოში წარმომადგენელი დავუდ ზარე, მუსლიმთა სამმართველოს თანამშრომლები ჰაჯი ქამრან მამედოვი და ეტიბარ ემინოვი. სიტყვით გამომსვლელებმა სახელმწიფოსგან მუსლიმი თემისადმი გამოჩენილი ყურადღებასა და ზრუნვაზე, სახელმწიფოსა და რელიგიებს შორის ურთიერთობაზე, ასევე ქვეყანაში რელიგიებსა და მიმდინარეობებს შორის ურთიერთობების გაღრმავების ტენდენციებზე ისაუბრეს. მათ ყურადღებისა და ხელშეწყობისათვის ქართულ სახელმწიფოს მადლობა გადაუხადეს.
სტუმრებმა მუსლიმთა სამმართველოს საქმიანობა დადებითად შეაფასეს და მომავლშიც თანამშრომლობისათვის მზადყოფნის სურვილი გამოხატეს.

შემდეგ შეიხმა ჰაჯი რამინ იგიდოვმა საზოგადოებას მიმდინარე წელს  მუსლიმთა სამმართველოს მიერ გაწეული საქმიანობის და განხორციელებული პროექტების შესახებ ანგარიშის პრეზენტაცია წარუდგინა.

პრეზენტაციის მოხსენებისას შეიხმა ბოლო წლებში აშენებული მეჩეთების, 34 მეჩეთში გაწეული სარემონტო საქმიანობის, ასევე საკულტო ნაგებობების საჭირო ნივთებით და ინვენტარით მომარაგების შესახებ ისაუბრა. შეიხმა ასევე აღნიშნა, რომ მუსლიმთა სამმართველოს დაქვემდებარებაში  4 ვებ გვერდი და ორი ინტერნეტ ტელევიზია მოქმედებს, წლის განმავლობაში 28 სახეობის წიგნი, სხვადასხვა გაზეთები, პოსტერები და დიდი ტირაჟით ჟურნლები დაიბეჭდა.
მიმდინარე წელს მუსლიმთა სამმართველომ 70 მეჩეთის უფასო გაზით მომარაგებისათვის კომპანია “SOCAR Georgia Gas”-თან მემორანდუმი განაახლა. შეიხმა ასევე ისაუბრა მუსლიმთა სამმართველოს მიერ  განხორციელებულ საქველმოქმედო და სხვა ღონისძიებების შესახებ. მან ასევე აღნიშნა, რომ მუსლიმთა სამმართველომ სხვადასხვა რელიგიურ დღესასწაულების და ღონისძიებების გარდა, მიმდინარე წელს 12 კონფერენცია, 13 სემინარი, 2 ყურანის და 6 წიგნის წაკითხვის კონკურსი, აგრეთვე რამოდენიმე ტრენინგი გამართა.

შეიხმა მოხსენების დასასრულს რელიგიურ სფეროში არსებულ პრობლემებზეც ისაუბრა, მან აღნიშნა, რომ ძირითადი პრობლემა მდგომარეობს მეჩეთების მშენებლობისათვის ნებართვის მიღებაში. შეიხმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მუსლიმი მოქალაქეების რელიგიური მოთხოვნილებების და ღვთისმსახურების თავისუფლად  შესრულების უფლების  დაკმაყოფილების მიზნით ადგილობრივმა თვითმმართველობებმა მოსახლეობის ნება უნდა გაითვალისწინონ და გასცენ საკულტო ნაგებობების მშენებლობის ნებართვა.

მან ასევე მადლობა გადაუხადა ადგილობრივ და უცხოურ ორგანიზაციებს, რომლებიც ბოლო წლებში მუსლიმთა სამმართველოსთან აქტიურად თანამშრომლობენ.

Read 149 times Last modified on Last modified on თებერვალი 25 2020

მეჩეთები

ლოცვის დრო [2016]