Sunday, December 16, 2018

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველომ ბოლო ხუთი წლის ანგარიში წარმოადგინა

გამოქვეყნებულია ანგარიში ნოემბერი 10 2018 font size decrease font size increase font size

2018 წლის 10 ნოემბერს სასტუმრო ამბასადორის საკონფერენციო დარბაზში სსიპ სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს 2018 წლის და ბოლო ხუთი წლის ანგარიშის ღონისძიება გაიმართა.

 

ღონისძიებაზე სასულიერო პირები, სახელმწიფო მოხელეები, აზერბაიჯანის ელჩი საქართველოში, ირანის და თურქეთის საელჩოს წარმომადგენლები, სამეცნიერო და საზოგადო მოღვაწეები ესწრებოდნენ.

ღონისძიება ყურანის წაკითხვით გაიხსნა, შემდეგ სიტყვით გამოვიდნენ შეიხი ჰაჯი რამინ იგიდოვი, მუფთები ჰაჯი იასინ ალიევი და ჰაჯი ბეგლარ ქამაშიძე, რომლებმაც მუსლიმთა სამმართველოს გასულ წელს გაწეულ საქმიანობის და პროგრამების შესახებ ისაუბრეს. აგრეთვე სახელმწიფოს გაწეული საქმიანობის და მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადეს.

მუსლიმთა სამმართველოს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარმოადგინა შეხმა რამინ იგიდოვმა.

მან აღნიშნა, რომ „ბოლო ხუთი წლის განმავლობაში 15 ახალი მეჩეთი აშენდა, 170-ზე მეტი ამორტიზირებული მეჩეთი გარემონტდა. აგრეთვე ათეულობით მეჩეთი საჭირო ინვენტარით იქნა აღჭურვილი.

შეიხმა მუსლიმთა სამმართველოს დაქვემდებარებაში არსებულ 4 ვებ გვერდის და 2 ინტერნეტ ტელევიზიის და ტელევიზიაში დღემდე 1000-მდე მომზადებულ გადაცემების შესახებ ისაუბრა. აგრეთვე აღნიშნა, რომ ბოლო წლებში 150 სახეობის წიგნი, სხვადასხვა სახეობის გაზეთები, პოსტერები და ჟურნლები დიდი ტირაჟით დაიბეჭდა.

2018 წელს“SOCAR Georgia Gas”-თან განახლებული ხელშეკრულების საფუძველზე უკვე 56 მეჩეთს უფასოდ გაზი მიეწოდება.

რ. იგიდოვმა მუსლიმთა სამმართველოს მხრიდან გაწეულ საქველმოქმედო და სოციალურ ღონისძიებების შესახებაც დამსწრე საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდა. ასევე ისაუბრა რელიგიურ დღესასწაულებზე და ღონისძიებების შესახებ,  აღნიშნა, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში 50-ზე მეტი კონფერენცია, 70-ზე მეტი სამეცნიერო სემინარი, 50-ზე მეტი ტრენინგები გაიმართა. აგრეთვე რეგიონებში რელიგიური კურსები, ყურანის შეჯიბრები, სტატიის წერის და წიგნის წაკითხვის შეჯიბრები მოეწყო.
შემდეგ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელი გამოვიდა სიტყვით. მან სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ  მუსლიმ თემს საქართველოს ისტორიაში და კულტურის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი როლი აქვს.  საქართველოს მუსლიმები ქვეყნის მოსახლეობის 11 პროცენტს შეადგენს და მათი რაოდენობა 400 ათასზე მეტია. მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში სხვადასხვა მიმდინარეობის და სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენელი მუსლიმები ერთ ორგანიზაციის ქოლგის ქვეშ არიან გაერთიანებულები და ერთად აღავლენენ ლოცვებს.

სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებით ქართული სახელმწიფო საქართველოს მუსლიმებს ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს და ზრუნავს მათზე, ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო საქართველოში მუსლიმების უმაღლესი წარმომადგენელი ორგანიზაციაა და მას შესაბამისი იურიდიული სტატუსიც გააჩნია. რელიგიის სააგენტო მომავალშიც მუსლიმთა სამმართველოს გვერდში დაუდგება და მხარს დაუჭერს მის საქმიანობას.

ქვემო ქართლის გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა მუსლიმთა სამმართველოს ბოლო წლებში გაწეული საქმიანობები დადებითად შეაფასა. მან სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა სახელმწიფოსა და მუსლიმ თემს შორის დადებით ურთიერთობას და სახელმწიფოს მიერ მუსლიმი თემისადმი გამოჩენილ ყურადღებაზე ისაუბრა. აგრეთვე აღნიშნა, რომ საქართველოში როგორც რელიგიურ ასევე ეთნიკურ უმცირესობების უფლებები მაქსიმალურად არის დაცული.

შემდეგ სიტყვით გამოვიდა საქართველოს აზერბაიჯანელ უხუცესთა საბჭოს წევრი ჯემალ ნიაზოვი და პროფესორი მაჰმუდ ქემალოღლი, რომლებმაც მუსლიმთა სამმართველოს საქმიანობა დადებითად შეაფასეს და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვეს.

Read 75 times Last modified on Last modified on ნოემბერი 13 2018