მუსლიმთა სამმართველოს წლის ანგარიშის და შუამავლის (ს.ა.ვ) დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
2017 წლის 2 დეკემბერს სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ორგანიზებით სასტუმრო გოლდენ პალასის საკონფერენციო დარბაზში წლიური ანგარიშის და შუამავლის (ს.ა.ვ) მევლუდის ღონისძიება გაიმართა.
აღნიშნულ ღონისძიებაზე ესწრებოდნენ სასულიერო ლიდერები, სასულიერო პირები, სახელმწიფო მოხელეები, მუსლიმური სახელმწიფოების საელჩოების წარმომადგენლები, სამეცნიერო და საზოგადო მოღვაწეები.
ღონისძიება წმინდა წიგნ ყურანი-ქერიმის წაკითხვით გაიხსნა, შემდეგ სიტყვით გამოვიდნენ მუფთი ჰაჯი იასინ ალიევი და მუფთი ჰაჯი ბეგლარ ქამაშიძე, რომლებმაც დამსწრე საზოგადოებას მიესალმნენ და მადლობა მოუხადეს მობრძანებისათვის. აგრეთვე აღნიშნეს, რომ მუსლიმთა სამმართველოს წარმატებები და მიღწეული შედეგები თითოეული სასულიერო პირის და მუსლიმთა სამმართველოს თითოეული წევრის დამსახურებაა. შემდეგ სიტყვით გამოვიდნენ, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელი ზაზა ვაშაყმაძე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია და ქვემოქართლის რეგიონის გუბერნატორის მოადგილე ზაურ დარღალი, რომლებმაც მუსლიმებს და სასულიერო ლიდერებს ბოლო წლებში სამმართველოს წარმატებები და შუამავლის (ს.ა.ვ.) დაბადების კვირეული მიულოცეს. აგრეთვე აღნიშნეს, რომ სახელმწიფო ყოველთვის ზრუნავდა და იზრუნებს ყველა ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებზე, რათა მათი უფლებები უკეთ იყოს დაცული და მოხდეს სრული ინტეგრაცია ქართულ საზოგადოებაში, მაგრამ მათი ტრადიციების და კულტურის დაცვა შენარჩუნებით.
ბოლოს შეიხი ჰაჯი რამინ იგიდოვი გამოვიდა სიტყვით და შემაჯამებელი ანგარიში წარუდგინა დამსწრე საზოგადოებას.
ღონისძიების დასასრულს მუსლიმთა სამმართველოს სასულიერო ლიდერებმა სამმართველოსთან აქტიურ და ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის სხვადასხვა ორგანიზაციების ხელმძღვანელებს სამადლობელო სიგელები გადასცეს.
ანგარიშის ღონისძიების დასრულების შემდეგ სტუმრებისათვის საპატიო სადილი გაიმართა. სადილის დასრულების შემდეგ შუამავლის (ს.ა.ვ.) დაბადების დღისადმი მიძღვნილი მევლუდის ღონისძიება გაიმართა.
http://amag.ge/index.php/report/item/434-2017-12-05-10-38-40#sigProId7e3e61ea1f