სასულიერო პირებთან ერთად ბოლო კვარტალის ყრილობა გაიმართა
2016 წლის 17 დეკემბერს შეიხმა რეგიონებში მოქმედ ახუნდებთან და რელიგიის მასწავლებლებთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრის მიზანი იყო 2016 წელს გაწეული საქმიანობის შეფასება, სამომავლო პროგრამების და გეგმების გაცნობა, ასევე სასულიერო პირების აზრის, შენიშვნების და რეკომენდაციების მოსმენა.
ღონისძიება ყურანის წაკითხვით გაიხსნა, შემდეგ შეიხმა ჰაჯი რამინ იგიდოვმა დამსწრე საზოგადოებას წმ. მუჰამმედ შუამავლის (ს.ა.ვ.) მევლუდი, იმამ ჯაფერ სადიყის ქვეყნად მოვლენის დღე და მუსლიმების ერთობის კვირეული მიულოცა. შემდეგ შეიხმა მუსლიმთა სამმართველოს გაწეულ საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა სასულიერო პირებს და რამოდენიმე პროექტი, რომლებიც ვერ განხორციელდა იმის მიზეზებიც განმარტა. ასევე მომავალი წლის პროგრამას გაეცნენ სასულიერო პირები. შეიხმა ყველა სასულიერო პირს რელიგიურ საქმიანობის პირნათლად შესრულებისათვის მადლობა გადაუხადა, უზენაესი ალლაჰისგან დალოცვა და მოწყალება უსურვა.
როგორც გასულ წელს, ამ შეხვედრაზეც ფარული კენჭისყრის გზით ათი ყველაზე აქტიური სასულიერო პირი გამოვლინდა. მათი დაჯილდოება ახლო მომავალში მოხდება. დაჯილდოებული სასულიერო პირების ნაწილი ქალაქ ქერბელაში, ნაწილი კიდე ოჯახებით ქალაქ მეშედში მოსალოცად იქნებიან სამმართველოს მხრიდან გაგზავნილი.
შეხვედრის დასასრულს ყველა სასულიერო პირებს 2017 წლის ლოცვის დრო და კალენდრები, პოსტერები, ინფოგრაფიკები და ახლად დაბეჭდილი რელიგიური წიგნები დაურიგდათ.
http://amag.ge/index.php/report/item/366-2016-12-18-09-31-48#sigProId32d731b093