მუჰარრემის თვის დაწყებასთან დაკავშირებით შეიხი ახუნდებს შეხვდა
2016 წლის 2 ოქტომბერს შეიხმა ჰაჯი რამინ იგიდოვმა მუჰარრემის თვის დაწყებასთან დაკავშირებით ახუნდებთან შეხვედრა გამართა.
ღონისძიება მეშედი ვიდადი ყურბანოვის ყურანის წაკითხვით გაიხსნა. შეიხმა ჰაჯი რამინ იგიდოვმა და მარნეულის მთავარმა ახუნდმა აზიზ ნაბიევმა სასულიერო პირებს იმამ ჰუსეინის საპატივცემულოდ დაგეგმილ ღონისძიებების შესახებ რჩევები და მითითებები მისცეს. შეიხმა სასულიერო პირებს მუსლიმთა სამმართველოს გაწეულ საქმიანობაზე და დაგეგმილ ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, ასევე სასულიერო პირების შენიშვნები და რეკომენდაციები მოისმინა. შეხვედრის დასასრულს შეიხმა ახუნდებს ხმის გამაძლიერებლები და ახლად დაბეჭდილი რელიგიური ლიტერატურა საჩუქრად გადასცა.
http://amag.ge/index.php/report/item/333-2016-10-05-08-45-17#sigProIdf850eed0bf