Tuesday, September 25, 2018

მუფთი ხულოში

გამოქვეყნებულია ანგარიში სექტემბერი 05 2016 font size decrease font size increase font size

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მუფთი ბეგლარ ქამაშიძე, მუფთის მრჩეველი თემურ გორგაძე, მუფთის მოადგილე ადამ შანთაძე, პრესსამსახურის ხელმძღვანელი ოთარ ნადირაძე ეწვივნენ ხულოს მუნიციპალიტეტის სამუფთოს იმამებს.

 ხულოს იმამებს და მუფთს მიულოცეს "ყურბან ბაირამი" უსურვეს წინსვლა ჯანმრთელობა. საქართველოს მუფთმა გააცნო "ყურბან ბაირამის" მნიშვნელობა, მისი მადლმოსილობა და მომსახურების მადლიანობა. ყველა იმამს დაავალდებულა, ამ დიდ დღესასწაულს წრფელი სულითა და გულით მოემსახუროს, ყოველი მოქალაქე იყოს კმაყოფილი და გახარებული. სასულიერო პირები განსაკუთრებული ყურადღებით გამოირჩეოდნენ გაჭირვებულ მოსახლეობის მიმართ, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ მათ დაპურებასა და ჯანმრთელობას.

"გილოცავთ ამ დიდ დღესასწაულს "ყურბან ბაირამს" ძვირფასო წინამძღვრებო, ალლაჰმა დგლოცოთ და გაგაძლიეროთ".

Read 681 times Last modified on Last modified on სექტემბერი 07 2016