Tuesday, September 25, 2018

მუფთი ჰაჯი იასინ ალიევი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარის და ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანთლისყურეს მრევლს შეხვდა

გამოქვეყნებულია ანგარიში აგვისტო 12 2016 font size decrease font size increase font size

2016 წლის 12 აგვისტოს მუფთი ჰაჯი იასინ ალიევი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარში პარასკევის ლოცვაზე დაესწრო.

ლოცვის დასრულების შემდეგ მუფთმა სოფლის მუსლიმ მრევლის პრობლემები და შემოთავაზებები მოისმინა. ასევე მუფთმა მრევლს ბოლო დროის აქტუალურ თემაზექალზე ძალადობადაადრეულ ქორწინებასთანდაკავშირებით ესაუბრა. სასულიერო ლიდერმა მრევლს განუმარტა, რომ ორივე ფაქტი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით დასჯადია და ასევე რელიგიური თვალსაზრისითაც მიუღებელია.

 

სოფელ ყარაჯალარში შეხვედრის დამთავრების შემდეგ მუფთი ყვარლის რაიონის სოფელ ჩანთლისყურეს მეჩეთში მრევლთან ერთად სამხრობის ლოცვას დაესწრო.

Read 772 times Last modified on Last modified on აგვისტო 13 2016