Monday, April 23, 2018

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მუფთი ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემობოლნისში და ხიდისყურში იმყოფებოდა

გამოქვეყნებულია ანგარიში აგვისტო 10 2016 font size decrease font size increase font size

2016 წლის 10 აგვისტოს მუფთი ჰაჯი იასინ ალიევი ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემობოლნისში იმყოფებოდა,

რომელმაც მეჩეთში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა და მრევლს სარემონტო სამუშაოების შესრულებაში დახმარების აღმოჩენის პირობა მისცა, ასევე ადგილობრივ მუსლიმ მრევლს შეხვდა და მათი პრობლემები და შემოთავაზებები მოისმინა.

 

სოფელ ქვემო ბოლნისში შეხვედრის დასრულების შემდეგ მუფთი ჰაჯი იასინ ალიევი სოფელ ხიდისყურს ესტუმრა, დაათვალიერა ისტორიული ამორტიზებული მეჩეთი, მრევლს დაპირდა, რომ უახლოეს დღეებში შესაბამისი სპეციალისტის დასკვნის შემდეგ, კაპიტალური რესტავრაციის პროექტი მომზადდება და უახლოეს თვეებში მეჩეთს კაპიტალური რესტავრაცია ჩაუტარდება.

Read 624 times Last modified on Last modified on აგვისტო 11 2016