Monday, April 23, 2018

სასულიერო პირებთან შეხვედრა გაიმართა

გამოქვეყნებულია ანგარიში ივლისი 11 2016 font size decrease font size increase font size

2016 წლის 11 ივლისს სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შეიხმა მის დაქვემდებარებაში არსებულ სასულიერო პირებთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე გაწეულ საქმიანობაზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს, შენიშვნები და რეკომენდაციები მოისმინეს, კითხვებზე პასუხი გაეცა.  შეხვედრაზე მეჩეთების წინამძღვრებმა ბოლო ექვსი თვის საქმიანობის ამსახველი ანკეტები წარმოუდგინეს შეიხს. ასევე მათი საქმიანობის ამსახველი ანკეტების გარდა, მათ ფოტებიც წარმოადგინეს და შეიხს ვრცელი ინფორმაცია მიაწოდეს საქმიანობის შესახებ. შეიხმა წინამძღვრების მხრიდან ანგარიშის მოსმენის შემდეგ მათ წმინდა რელიგიურ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

 

შეგახსენებთ, რომ ამა წლის პირველი ყრილობა წლის დასაწყისში გაიმართა და შემდეგი შეკრება სექტებრის თვეში გაიმართება. 

Read 512 times Last modified on Last modified on ივლისი 27 2016