Friday, May 25, 2018

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს წლის ანგარიში

გამოქვეყნებულია ანგარიში ნოემბერი 15 2015 font size decrease font size increase font size

2015 წლის 15 ნოემბერს მუსლიმთა სამმართველომ წლის ანგარიშთან დაკავშირებით ღონისძიება ჩაატარა.

ღონისძიებაზე ესწრებოდნენ საქართველოს ყველა რაიონში და სოფლებში მოღვაწე მუსლიმი წინამძღვრები, სხვადასხვა რელიგიების წარმომადგენლები, სახელმწიფო და უცხო ქვეყნის საელჩოების, საზოგადო და სამეცნიერო წრის წარმომადგენლები.
ღონისძიება ყურანის წაკითხვით დაიწყო, შემდეგ მუსლიმთა სამმართველოს წლის ანგარიში იქნა წარმოდგენილი. ანგარიშზე წარმოდგენილ იქნა შემდეგი: საქართველოში ერთი წლის მანძილზე გარემონტდა 38 მეჩეთი, 11 მეჩეთში განბანვის რიტუალის ოთახი აშენდა (აბდესტხანა), 6 მეჩეთი შემოიღობა და 80-ზე მეტი მეჩეთი დარეგისტრირდა. ასევე ერთი წლის განმავლობაში დაბეჭდილ და გამოცემულ იქნა 33 რელიგიური წიგნი, დიდი რაოდენობის ტირაჟით ჟურნლები, გაზეთები და ბროშურები. შეიქმნა ინტერნეტ ტელევიზია სადაც ერთი წლის მანძილზე 130-ზე მეტი გადაცემა იქნა ჩაწერილი, ჩატარდა კონფერენციები, სამეცნიერო სემინარები, შეხვედრები და ოფიციალური ვიზიტები. ასევე ყურადღება იქნა გამახვილებული სხვადასხვა სახის საქველმოქმედო აქციებზე და საქველმოქმედო ფონდზე რომელიც მუსლიმთა სამმართველოში შეიქმნა.
ანგარიშის პრეზენტაციის მერე სიტყვით სასულიერო ლიდერები გამოვიდნენ, მათ გამოსვლებში ჯანსაღი და ტრადიციული ისლამის განვითარებისათვის დახმარებისათვის და მხარდაჭერისათვის სახელმწიფოს, მრევლის სწორ გზაზე დაყენებისათვის, მათთვის რელიგიური განათლების მიცემისათვის და პატრიოტიზმის გაღვივებისათვის დაუღალავი შრომის გაწევისათვის რეგიონებში მოქმედ სასულიერო პირებს მადლობა გადაუხადეს. სასულიერო ლიდერების მერე სიტყვით გამოვიდა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე. რომელმაც ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში რელიგიურ მდგომარეობაზე და აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში ქვეყანაში არსებული ყველა რელიგია გაცილებით დამოუკიდებლად და თავისუფლად მოქმედებს, ასევე მათი განვითარებისათვის სახელმწიფო ყველანაირ პირობებს ქმნის და მომავალშიც გააგრძელებს მათთვის მხარდაჭერას. 
სასულიერო ლიდერებმა და რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარემ გამოსვლის დასასრულს საფრანგეთში და სხვადასხვა ქვეყნებში მომხდარი ტერორისტული აქტი დაგმეს და აღნიშნეს, რომ ტერორს არც რელიგია აქვს და არც ეროვნება.
ღონისძიების დასრულების შემდეგ სტუმრები სადილზე მიწვეულ იქნენ.

Read 552 times Last modified on Last modified on თებერვალი 23 2016