Sunday, October 24, 2021

სიახლები 250

დაწერა ოქტომბერი 21 2021

მიმდინარე წლის 21 ოქტომბერს  თბილისში „ისლამის შუამავლის (ს.ა.ვ) ცხოვრების წესი და თანამედროვე ადამიანი“ თემაზე კონფერენცია გაიმართა. დაწესებულება „ალულბეითის“ საკონფერენციო დარბაზში გამართულ ღონისძიებაზე სასულიერო პირები, სხვადასხვა საელჩოს წარმომადგენლები, სამეცნიერო და საზოგადო მოღვაწეები იღებდნენ მონაწილეობას.

ძვირფასი შუამავლის (ს.ა.ვ.) დაბადების (მევლუდის) კვირეულისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე  მუსლიმთა სამმართველოს შეიხი ჰაჯი რამინ იგიდოვი, აღმოსავლეთ საქარტელოს მუფთის წარმომადგენელი ჰაჯი თაჰირ ბაირამოვი, დასავლეთ საქართველოს მუფთის წარმომადგენელი  იაგო ბერიძე, თურქეთის საელჩოს რელიგიის საკითხებში მრჩეველი აჰმედ ერდემი, ალმუსტაფას საერთაშორისო უნივერსიტეტის საქართველოში წარმომადგენელი ჰასან იუსიფზადე და სხვები სიტყვით გამოვიდნენ.

ღონისძება წმ. წიგნ ყურანი-ქერიმის წაკითხვით გაიხსნა, შემდეგ სიტყვით გამომსვლელებმა ძვირფას შუამავლის ცხოვრების წესზე, სამაგალითო ქმედებებზე და ქცევებზე ისაუბრეს. კაცობრიობის, ქვეყნიერების და სრულყოფილ რელიგიის ისლამის შუამავლის (ს.ა.ვ) მშვიდობის, თანაგრძნობის, ერთგულების, მოწყალების, ერთობის, სიყვარულის და შერიგების მოწოდებების შესახებ მოხსენებები გააკეთეს.

კონფერენცია ვედრებების წარმოთქმის შემდეგ დასრულდა, ღონისძიებაში მონაწილეებს წმ. წიგნ ყურანი-ქერიმის თარგმანი და სხვა რელიგიური ლიტერატურა საჩუქრად გადაეცათ.

View the embedded image gallery online at:
http://amag.ge/index.php/news?limitstart=0#sigProIdf56d6acf98

დაწერა ოქტომბერი 18 2021

დღეს, თბილისის ჯუმა მეჩეთში წმინდა მუჰამმედ შუამავლის (ს.ა.ვ.) ქვეყნად მოვლენასთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა.

დაწერა აგვისტო 01 2021

მიმდინარე წლის 1 აგვისტოს ახმეტის მუნიციპალიტეტის ისტორიული მეჩეთის და დამხმარე შენობა ნაგებობების გახსნის ღონისძიება გაიმართა.

დაწერა ივლისი 04 2021

ჩვენ საქართველოს მუსლიმები,  სხვადასხვა რელიგიების წარმომადგენელნი და ჩვენი მორწმუნენი საუკუნეების მანძილზე მშვიდობიანად თანავცხოვრობთ საქართველოში.

ჩვენს შორის, განსხვავების მიუხედავად ამ ხნის მანძილზე თავისთავად ჩამოგვიყალიბდა მშვიდობიანი თანაცხოვრების კულტურა, რაშიც თითოეულმა მხარემ საკუთარი წვლილი შეიტანა. ჩვენი ურთიერთობა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, რომელსაც მოფრთხილება და მომავალი თაობებისთვისათვის გადაცემა სჭირდება.

თანამედროვე რეალობამ კი, ადამიანების სასარგებლოდ დიდ მიღწევებთან ერთად, მოიტანა ისეთი იდეოლოგიაც, რომელიც ხშირად უხეში ფორმით და მიუღებელი პროპაგანდით გვთავაზობს ფასეულობათა შეცვლას, არანორმალურის ნორმად და მისაღებად გამოცხადებას.

სხვადასხვა რელიგიების წარმომადგენლები ვაცხადებთ, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თავისუფლება, პატივს ვცემთ ადამიანის გამოხატვის თავისუფლებასაც, მაგრამ როდესაც საუბარია .. ლგბტქ+ პრაიდის ჩატარებაზე, საქმე გვაქვს არა გამოხატვასთან, არამედ გარკვეული ჯგუფის მიერ საკუთარი ინტიმური ცხოვრების საჯარო პროპაგანდასთან და სხვებისთვის ამის თავსმოხვევასთან. ის რასაც გეგმავენ .. ,,პრაიდისორგანიზატორები შეუთავსებელია ჩვენი მორალისათვის და წინააღმდეგობაში მოდის ერთობლივი თანაცხოვრებით ჩამოყალიბებულ ფასეულობებთან. ჩვენ უზნეობას ზნეობად ვერ შევრაცხავთ და ვერც ამის მცდელობას შევეგუებით.

დავძენთ იმასაც, რომ საქართველოში ლგბტქ+ ადამიანები არასდროს განიცდიდნენ დევნას თავიანთი ცხოვრების წესის გამო. მსგავსი ,,პრაიდებიკი მიზნად ისახავს არა ლგბტქ+ ადამიანების უფლებების დაცვას, არამედ დაძაბულობის, კრიზისის შექმნას და საზოგადოებაში დაპირისპირების გაღვივებას, რითაც საზოგადოებისაგან თავად აცალკევებენ და აპირისპირებენ აღნიშნული ორიენტაციის პირებს და, ამასთან, ასეთი აქტივობებით საშიშროებას უქმნიან მომავალ თაობას მავნე ზეგავლენით.

 

შენიშვნა: ტექნიკური ხარვეზის გამო განცხადება დროებით მიუწვდომელი იყო ინტერნეტ მომხმარებლებისათვის.

Страница 1 из 21

მეჩეთები

ლოცვის დრო [2016]