Tuesday, October 4, 2022

კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარე შეიხულისლამ ალლაჰშუქურ ფაშაზადე სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს სტუმრობდა

გამოქვეყნებულია სიახლები ივლისი 23 2022 font size decrease font size increase font size

კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარე შეიხულისლამ ალლაჰშუქურ ფაშაზადემ და მისმა თანმხლებმა დელეგაციის წევრებმა

თბილისის ჯუმა მეჩეთის დათვალიერების შემდეგ სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ოფისში სასულიერო ლიდერებთან შეხვედრა გამართეს.

შეიხმა რამინ იგიდოვმა, მუფთებმა ეტიბარ ემინოვმა და ადამ შანთაძემ სტუმარს თბილისის ჯუმა მეჩეთის ისტორიის, მეჩეთში დაცული უნიკალური, კულტურული და საკულტო ძეგლების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

შემდეგ მუფთებმა და შეიხმა სტუმარს მუსლიმთა სამმართველოს საქმიანობის და მომავალი გეგმების, მუსლიმი თემის მდგომარეობის, საქართველოში არსებულ სხავადასხვა კონფესიებთან და სახელმწიფოსთან ურთიერთობის შესახებ ესაუბრნენ. სასულიერო პირებმა ასევე გაიხსენეს ბოლო წლებში აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ვიზიტები, აღნიშნული ვიზიტები ნაყოფიერად შეაფასეს და გამოჩენილი ყურადღებისათვის მადლობა გადაუხადეს.

შეიხულისლამ ა. ფაშაზადემაც თავის მხრივ მასპინძლებს გულთბილი დახვედრისათვის მადლობა გადაუხადა და მუსლიმთა სამმართველოს საქმიანობა დადებითად შეაფასა. შეიხულისლამ ა. ფაშაზადემ მუსლიმთა სამმართველოს ლიდერების აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ვიზიტის გამო მადლობა გადაუხადა  და აღნიშნა, რომ ამ ვიზიტმა აზერბაიჯანში დიდი გამოხმაურება ჰპოვა.

მუსლიმთა სამმათველოს სასულიერო ლიდერებსა და შეიხულისლამ ა. ფაშაზადეს შორის გამართულ შეხვედრაზე სახელმწიფოს მიერ მუსლიმი თემისადმი გამოჩენილი ყურადღების, საქართველოსა და აზერბაიჯან შორის რელიგიურ სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

Read 155 times Last modified on Last modified on ივლისი 23 2022

მეჩეთები

ლოცვის დრო [2016]