Tuesday, October 4, 2022

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, თბილისისის "ჯუმა მეჩეთში" მუსლიმებს ყურბან ბაირამი მიულოცა

გამოქვეყნებულია სიახლები ივლისი 11 2022 font size decrease font size increase font size

დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისის ჯუმა მეჩეთში მუსლიმ სასულიერო პირებს, მუსლიმური ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსა და მუსლიმ მრევლს ყურბან ბაირამი მიულოცა.

პრემიერმა ისაუბრა მუსლიმთა ისტორიულ როლზე და აღნიშნა რომ ბაირამი არის სიკეთის, სიცოცხლისა და მომავლის იმედით სავსე დღესასლაული.

მუსლიმებს ბაირამი მიულოცა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ.

დასასრულს, მეჩეთში შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს მუსლიმთა სამმართველოს სასულიერო ლიდერებმა, ყურადღება გაამახვილეს მუსლიმების წინაშე მდგარ აქტუალურ საკითხებზე და გამოწვევებზე, მუსლიმებს ყურბან ბაირამი მიულოცეს, პრემიერ-მინისტრს მობრძანებისთვის მადლობა გადაუხადეს და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

Read 116 times Last modified on Last modified on ივლისი 19 2022

მეჩეთები

ლოცვის დრო [2016]