Tuesday, October 4, 2022

„UNICEF“-ისა და სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ორგანიზებით ჩატარდა სემინარი

გამოქვეყნებულია სიახლები ივლისი 04 2022 font size decrease font size increase font size

დღეს, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ბათუმის ოფისში, გაეროს ბავშვთა ფონდის -„UNICEF“-ისა და სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ორგანი-ზებით,

ჩატარდა სემინარი თემაზე: „სასულიერო პირების როლი ბავშვთა დაცვის საქმეში“.

სემინარს ესწრებოდენ საქართველოს მუფთი -ადამ შანთაძე, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში -დოქტორი ღასან ხალილი, გაეროს ბავშვთა ფონდის მომხსენებლები ეთერ კვირცხალია, თეონა კუჭავა, მუსლიმთა სამმართველოს სასულიერო პირები და მუსლიმური არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

მომხსენებლებმა ისაუბრეს ბავშთა აღზრდის, უფლებებისა და განვითარების შესახებ. შეხვედრის დასასრულს მომხსენებლებმა უპასუხეს დამწრეთა შეკითხვებს. აქვე გაცნობებთ, რომ მსგავსი სემინარები მომდევნო თვეებში რეგიონებშიც ჩატარდება.

View the embedded image gallery online at:
http://amag.ge/index.php/news/item/556-unicef#sigProId7e7ab30576

Read 122 times Last modified on Last modified on ივლისი 19 2022

მეჩეთები

ლოცვის დრო [2016]