Wednesday, August 10, 2022

რელიგიურ ორგანიზაციებს შორის გამართულ ჭადრაკის ჩემპიონატში მუსლიმთა სამმართველოს გუნდმა გაიმარჯვა

გამოქვეყნებულია სიახლები ივნისი 18 2022 font size decrease font size increase font size

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 16-17 ივნისს, თბილისის ჭადრაკის სასახლეში, საქართველოში რეგისტრირებულ რელიგიურ ორგანიზაციებს შორის ჭადრაკის ჩემპიონატი გაიმართა.

 

 ჭადრაკის ჩემპიონატში 12 რელიგიური ორგანიზაცია მონაწილეობდა, თითოეულ ორგანიზაციას 4 მოთამაშე წარმოადგენდა. შვეიცარიულ სისტემის მიხედვით გამართულ შეჯიბრში სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს გუნდმა პირველი ადგილი, სახარების რწმენის ეკლესიამ მეორე და საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ მესამე ადგილი დაიკავეს.

 ჭადრაკის პოპულარიზაციის მიზნით გამართულ ჩემპიონატში გამარჯვებულებს სხვადასხვა სახის ჯილდოები და საჩუქრები გადაეცათ. მუსლიმთა სამმართველოს წარმოადგენდნენ ბეჟან შავაძე, ანილ კარამოვი, ზია შავაძე და გიუნელ კარამოვა.

 ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გამარჯვებულებს მუსლიმთა სამმართველოს შეიხი ჰაჯი რამინ იგიდოვი, მუფთი ჰაჯი ადამ შანთაძე და თბილისის ჯუმა მეჩეთის იმამი შირხან ჩობანოვი შეხვდნენ, წარმატება მიულოცეს, სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს და წარმატებები უსურვეს.

 აქვე შეგახსენებთ, რომ მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენლებმა 7 შეხვედრიდან 6 გამარჯვებით და 1 ფრე შედეგით დაასრულეს.

 

Read 103 times Last modified on Last modified on ივნისი 18 2022

მეჩეთები

ლოცვის დრო [2016]