Thursday, May 26, 2022

მარნეულში წმ. იმამ ჰასანის ქვეყნად მოვლენის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება და იფთრის ვახშამი გაიმართა

გამოქვეყნებულია სიახლები აპრილი 17 2022 font size decrease font size increase font size

მიმდინარე წლის 17 აპრილს მარნეულში წმ. იმამ ჰასანის ქვეყნად მოვლენის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება და იფთრის ვახშამი გაიმართა.

ღონისძიებაზე სასულიერო პირები, ადგილობრივი მრევლი, ადგილობრივი თვითმმართველობის და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

ჰაჯი რაჰიდ ქერიმოვის მიერ წმ. წიგნ ყურანი ქერიმის წაკითხვის შემდეგ მოდერატორმა ვიდადი გურბანოვმა სიტყვა გადასცა მუსლიმთა სამმართველოს შეიხს ჰაჯი რამინ იგიდოვს და მუფთ ეტიბარ ემინოვს. რომლებმაც ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას მიესალმნენ და ძვირფასი რამაზნის თვე მიულოცეს. შემდეგ რამაზნის თვის უპირატესობაზე, მარხვის ღვთისმსახურების სულიერ და საზოგადოებრივ ღირებულებებზე ისაუბრეს.

შემდეგ სიტყვა გადაეცათ მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარ დეპუტატ ზაურ დარგალის, აზერბაიჯანის საელჩოს მრჩეველს ელდარ ბაირამოვს, ალმუსტაფას უნივერსიტეტის წარმომადგენელს საქართველოში ჰასან იუსიფზადეს, თურქეთის საელჩოს რელიგიის საკითხებში მრჩეველს აჰმედ ერდემს, ყოფილ მუფთს ჰაჯი იასინ ალიევს, პარლამენტის ყოფილ წევრს რუსლან გაჯიევს. სიტყვით გამომსვლელებმა დამსწრე საზოგადოებას ძვირფასი მარხვის თვე და დამდეგი რამაზან ბაირამი  მიულოცეს.

 

Read 85 times Last modified on Last modified on აპრილი 18 2022

მეჩეთები

ლოცვის დრო [2016]