თბილისში იფთრის ვახშამი გაიმართა
დღეს, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ორგანიზებით ქალაქ თბილისში იფთრის ვახშამი გაიმართა.
ღონისძიებაზე სასულიერო პირები, სახელმწიფოს და სხვადასხვა რელიგიების წარმომადგენლები, თურქეთის, აზერბაიჯანის, საუდის არაბეთის, გაერთიანებულ არაბთა საამიროების, ირანის ისლამური რესპუბლიკის, ყაზახეთის ელჩები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ჰაჯი ნათიკ ალიევის მიერ ყურანის წაკითხვის შემდეგ, ღონისძიების მოდერატორმა ქამრან მამედოვმა სიტყვა გადასცა შეიხ ჰაჯი რამინ იგიდოვს, მუფთ ეტიბარ ემინოვს და მუფთ ადამ შანთაძეს. რომლებმაც ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას მიესალმნენ და ძვირფასი რამაზნის თვე მიულოცეს. შემდეგ რამაზნის თვის უპირატესობაზე, მარხვის ღვთისმსახურების სულიერ და საზოგადოებრივ ღირებულებებზე, აბრამისეულ რელიგიებში მარხვის მნიშვნელობაზე და ერთმანეთთან სიახლოვეზე ისაუბრეს. სასულიერო პირებმა საქართველოში მოქმედ სხვადასხვა კონფესიების წარმომადგენლებს მიმდინარე თვეში არსებული მნიშვნელოვანი დღეები და დღესასწაულები მიულოცეს.
შემდეგ სიტყვით გამოვიდნენ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე და საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენელი მამა არჩილი, რომლებმაც მუსლიმებს ძვირფასი რამაზნის თვე და დამდეგი რამაზან ბაირამი მიულოცეს. მათ აგრეთვე საქართველოში რელიგიებს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებზე და ქვეყანაში არსებულ უნიკალურ ტოლერანტულ გარემოზე ისაუბრეს.
ღონისძიების დასასრულს სასულიერო ლიდერებმა ერთობლივად ვედრებები წარმოსთქვეს, საქართველოს და მსოფლიოს, მშვიდობა, სტაბილურობა, ხვავი-ბარაქა, სიყვარული და ბედნიერება უსურვეს.
http://amag.ge/index.php/news/item/548-2022-04-16-20-33-42?tmpl=component&print=1#sigProIdc44c31698f