Sunday, November 27, 2022

თბილისში იფთრის ვახშამი გაიმართა

გამოქვეყნებულია სიახლები აპრილი 16 2022 font size decrease font size increase font size

დღეს, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ორგანიზებით ქალაქ თბილისში იფთრის ვახშამი გაიმართა.

ღონისძიებაზე სასულიერო პირები,  სახელმწიფოს და სხვადასხვა რელიგიების წარმომადგენლები, თურქეთის, აზერბაიჯანის, საუდის არაბეთის, გაერთიანებულ არაბთა საამიროების, ირანის ისლამური რესპუბლიკის, ყაზახეთის  ელჩები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 ჰაჯი ნათიკ ალიევის მიერ ყურანის წაკითხვის შემდეგ, ღონისძიების მოდერატორმა ქამრან მამედოვმა სიტყვა გადასცა შეიხ ჰაჯი რამინ იგიდოვს, მუფთ ეტიბარ ემინოვს და მუფთ ადამ შანთაძეს. რომლებმაც ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას მიესალმნენ და ძვირფასი რამაზნის თვე მიულოცეს.  შემდეგ რამაზნის თვის უპირატესობაზე, მარხვის ღვთისმსახურების სულიერ და საზოგადოებრივ ღირებულებებზე, აბრამისეულ რელიგიებში მარხვის მნიშვნელობაზე და ერთმანეთთან სიახლოვეზე  ისაუბრეს. სასულიერო პირებმა საქართველოში მოქმედ სხვადასხვა კონფესიების წარმომადგენლებს მიმდინარე თვეში არსებული მნიშვნელოვანი დღეები და დღესასწაულები მიულოცეს.

 

 შემდეგ სიტყვით გამოვიდნენ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე და საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენელი მამა არჩილი, რომლებმაც მუსლიმებს ძვირფასი რამაზნის თვე და დამდეი რამაზან ბაირამი მიულოცეს. მათ აგრეთვე საქართველოში რელიგიებს შორის არსებულ მეგობრულ  ურთიერთობებზე და ქვეყანაში არსებულ უნიკალურ  ტოლერანტულ გარემოზე ისაუბრეს.

 

 ღონისძიების დასასრულს სასულიერო ლიდერებმა ერთობლივად ვედრებები წარმოსთქვეს, საქართველოს და მსოფლიოს, მშვიდობა, სტაბილურობა, ხვავი-ბარაქა, სიყვარული და ბედნიერება უსურვეს.

Read 321 times Last modified on Last modified on აპრილი 16 2022

მეჩეთები

ლოცვის დრო [2016]