რამაზნის თვესთან დაკავშირებით საქველმოქმედო აქცია გაიმართა
როგორც გასულ წლებში, მიმდინარე წლის 30-31 მარტსაც, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს რელიგიის საკითხების სამრჩევლოსერთობლივი ორგანიზებით,
თურქეთის დიანეთის ფონდის(TDV) და დიანეთის ფონდის გერმანიის წარმომადგენლობის (DİTİB) მხარდაჭერით, რამაზნის (მარხვის) თვის დაწყებასთან დაკავშირებით, საქართველოს სხვადასხვა რაიონებსა და სოფლებში ხელმოკლე ოჯახებს სასურსათო პროდუქტები დაურიგდათ.
სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო მადლობას უხდის TDV-ს და DİTİB-ს მხარდაჭერისათვის, საქართველოს და მსოფლიო მუსლიმებს ვულოცავთ ძვირფასი რამაზნის თვის დადგომას.
უზენაეს ღმერთს შევთხოვთ, რომ ბარაქის, მოწყალებისა, მიტევების თვის მადლით შეწყდეს მთელს მსოფლიოში ომები, დაისადგუროს მშვიდობამ და და კაცთა შორის განმტკიცდეს სიყვარული! აამინ!
http://amag.ge/index.php/news/item/543-2022-04-01-12-39-53#sigProId2ffdc94e54