მუფთი საუდის არაბეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვედა
დღეს, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს აღმოსავლეთ საქართველოს მუფთი ეტიბარ ემინოვი საუდის არაბეთის სამეფოს საქართველოში ელჩის მოვალეობის შემსრულებელს ამერ ომარს შეხვდა.
მუფთმა ეტიბარ ემინოვმა ამერ ომარს საპასუხისმგებლო პოზიციაზე განწესება მიულოცა და მომავალ დიპლომატიურ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. შეხვედრაზე მუფთმა ელჩის მოვალეობის შემსრულებელს მუსლიმთა სამმართველოს გაწეული საქმიანობის, მიმდინარე და მომავალი პროექტების შესახებ ესაუბრა, ასევე ძვირფასი რამაზნის თვის დადგომა მიულოცა.
მასპინძელმაც თავის მხრივ მუფთს მადლობა გადაუხადა სტუმრობისათვის და მზაობა გამოთქვა მომავალში ურთიერთობების გაღრმავებისათვის.
შეხვედრაზე ასევე ესწრებოდნენ მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენელი ოქტაი ისაევი, ჰაჯობისა და უმრას საკითხებში პასუხისმგებელი ბადრი შანთაძე და საუდის არაბეთის სამეფოს საქართველოში კონსული მუჰამმედ ალშეჰრი.
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა ერთმანეთს საჩუქრები გადასცეს და სამახსოვრო სურათები გადაიღეს.
http://amag.ge/index.php/news/item/542-2022-03-31-14-18-48#sigProId35b302d09d