მუსლიმთა სამმართველოს ორგანიზებით უკრაინელ ხალხს ჰუმანიტარული დახმარება გაეგზავნა
სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ორგანიზებით, მუფთებისა და იმამების უშუალო ჩართულობით, მრევლის შემოწირულობებით, შესყიდული იქნა კვების პროდუქტები,
მედიკამენტები, ბავშვთა საკვები და ჰიგიენური საშუალებები, რომლებიც დღეს იგზავნება მოძმე უკრაინელ ხალხზე დასახმარებლად.
მადლობას ვუხდით ყველას, ვინც საკუთარი წვლილი შეიტანა ზემოაღნიშნულ ჰუმანიტარული აქციის განხორციელების საქმეში.
მოვუწოდებთ მსოფლიოს ლიდრებს, ყველაფერი გააკეთონ, უმოკლეს დროში, უკრაინაში საომარი მოქმედებების შესაჩერებლად. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებს და ვლოცულობთ მშვიდობისთვის.
შევთხოვთ უზენაეს ალლაჰს სულ მალე შეჩერდეს სისხლისმღვრელი ომი უკრაინაში და სულ მალე მშვიდობამ დაისადგუროს მთელ მსოფლიოში. მშვიდობა უკრაინას, მშვიდობა საქართველოს, მშვიდობა მსოფლიოს! აამიინ!
http://amag.ge/index.php/news/item/540-2022-03-29-08-21-03?tmpl=component&print=1#sigProId631fdbcfa4