შეხვედრა ყატარის ელჩთან
დღეს, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს აღმოსავლეთ საქართველოს მუფთი ეტიბარ ემინოვი ყატარის სახელმწიფოს საქართველოში ელჩს ჰასან აჰმად ალ-მუტავას შეხვდა.
მუფთმა ეტიბარ ემინოვმა ჰასან აჰმად ალ-მუტავას ელჩად დანიშვნა მიულოცა და მომავალ დიპლომატიურ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. შეხვედრაზე მუფთმა ელჩს მუსლიმთა სამმართველოს გაწეული საქმიანობის, მიმდინარე და მომავალი პროექტების შესახებ ესაუბრა, ასევე ძვირფასი რამაზნის თვის დადგომა მიულოცა.
ელჩმაც თავის მხრივ მუფთს მადლობა გადაუხადა სტუმრობისათვის და მზაობა გამოთქვა მომავალში ურთიერთობების გაღრმავებისათვის.
შეხვედრაზე ასევე ესწრებოდნენ მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენელი ოქტაი ისაევი, ელჩის მოადგილე ნასერ საად ალ-ნუაიმი და საელჩოს მდივანი.
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა ერთმანეთს საჩუქრები გადასცეს და სამახსოვრო სურათები გადაიღეს.
http://amag.ge/index.php/news/item/539-2022-03-28-13-34-51#sigProIdd1879a3603