Saturday, December 4, 2021

სოფელ დუისში ახლად გარემონტებული მეჩეთი გაიხსნა

გამოქვეყნებულია სიახლები აგვისტო 01 2021 font size decrease font size increase font size

მიმდინარე წლის 1 აგვისტოს ახმეტის მუნიციპალიტეტის ისტორიული მეჩეთის და დამხმარე შენობა ნაგებობების გახსნის ღონისძიება გაიმართა.

 

სოფ. დუისის მეჩეთი სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ინიციატივით და თურქეთის რესპუბლიკის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA) მხარდაჭერით სრულად იქნა გარემონტებული და მრევლს სარგებლობაში გადაეცა. აგრეთვე აღნიშნული პროექტის ფარგლებში მეჩეთის ეზოში რესტავრირებულ და აღდგენილ იქნა დამხმარე შენობა ნაგებობები (საკლასო და იმამის ოთახი, სამზარეულო, განბანვის ოთახი და რიტუალების ოთახი), რომლებსაც მრევლი სხვადასდხვა დანიშნულებებით გამოიყენებენ.

საზეიმო გახსნით ღონისძიებას ესწრებოდნენ აღმოსავლეთ საქართველოს მუფთი ეტიბარ ემინოვი, კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოშვილი, თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანი, თურქეთის საელჩოს რელიგიის საკითხებში ატაშე აჰმედ ერდემი, ორგანიზაცია TIKA-ს თბილისის კოორდინატორი ნეჯლა დემირდაღი, მუსლიმთა სამმართველოს სასულიერო პირები და ადგილობრივი მრევლი.

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო პანკისის ხეობის სოფ. დუსისის მაცხოვრებლებს ულოცავს ამ მნიშვნელოვანი პროექტის წარმატებით დასრულებას და თურქეთის რესპუბლიკის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA) მადლობას უხდის მხარდაჭერისათვის.

 

Read 266 times Last modified on Last modified on აგვისტო 03 2021

მეჩეთები

ლოცვის დრო [2016]