Tuesday, September 21, 2021

„ისლამში თანადგომის კულტურა“ თემაზე კონფერენცია გაიმართა

გამოქვეყნებულია სიახლები ივნისი 15 2021 font size decrease font size increase font size

დღეს, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ორგანიზებით „ისლამში თანადგომის კულტურა“ თემაზე კონფერენცია გაიმართა.

 

ორგანიზაცია „ალულბეითი“-ს საკონფერენციო დარბაზში გამართულ კონფერენციაზე სასულიერო პირები, მუსლიმური ქვეყნების საელჩოს წარმომადგენლები, საქველმოქმედო მიმართულებით მომუშავე 30-მდე ფონდის და ასოციაციის ხელმძღვანელები და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიება ჰაჯი ნათიკ ალიევის მიერ წმინდა წიგნ ყურანი-ქერიმის წაკითხვით გაიხსნა. ღონისძიების მოდერატორმა ვიდადი გურბანოვმა დამსწრე საზოგადოებას ღონისძიების მიზანზე  და ამოცანაზე ესაუბრა, შემდეგ სიტყვა მუსლიმთა სამმართველოს შეიხს რამინ იგიდოვს და აღმოსავლეთ საქართველოს მუფთს ეტიბარ ემინოვს გადასცა. სასულიერო ლიდერებმა კაცობრიობის სიყვარულის რელიგიაში, ისლამში თანადგომის და ურთიერთდახმარების მნიშვნელობაზე, ისლამში თანადგომის სახეობებზე, სათნოებაზე და ღირებულების შესახებ ფართოდ ისაუბრეს.

შემდეგ სიტყვით გამოვიდნენ თურქეთის საელჩოს რელიგიის საკითხებში მრჩეველი აჰმედ ერდემი, ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს კულტურის ატაშე ჰამიდ მუსტაფავი, ალ-მუსტაფას უნივერსიტეტის საქართველოში წარმომადგენელი ჰასან იუსიფზადე, საქართველოში აზერბაიჯანელ ბიზნესმენთა ერთობის გამგეობის თავმჯდომარე ნარიმან გურბანოვი და სხვები.

სიტყვით გამომსვლელებმა  მუსლიმთა სამმართველოს  მნიშვნელოვან თემაზე კონფერენციის ორგანიზებისათვის მადლობა გადაუხადეს. შემდეგ აღნიშნეს, რომ როდესაც მსოფლიოში და ქვეყანაში გაჭირვებული და მცირე შემოსავლიანი ოჯახები არსებობენ, ისლამის სოლიდარობის კულტურისათვის მნიშვნელობის მინიჭება აუცილებლია.

ღონისძების დასასრულს,  დამსწრე საზოგადოებისათვის ქველმოქმედების მიმართულებით მომუშავე 30-მდე უცხოურ და ადგილობრივ ფონდების და ასოციაციების საქმიანობის შესახებ მცირე ინფორმაცია იქნა მიწოდებული. შემდეგ აღნიშნული ფონდები და ასოციაციები მუსლიმთა სამმართველოს მხრიდან საპატიო სიგელებით დაჯილდოვდნენ.

მათ კეთილშობილ საქმიანობაში წარმატებებს ვუსურვებთ, პატივისცემით სრულიად საქარვთველოს მუსლიმთა სამმართველო!

Read 204 times Last modified on Last modified on ივნისი 15 2021

მეჩეთები

ლოცვის დრო [2016]