Sunday, June 13, 2021

ვაქცინაციასთან დაკავშირებით სასულიერო პირებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

გამოქვეყნებულია სიახლები ივნისი 07 2021 font size decrease font size increase font size

მიმდინარე წლის 7 ივნისს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ აღამამედლოს მეჩეთის ეზოში ვაქცინაციასთან დაკავშირებით სასულიერო პირებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე ესწრებოდნენ  დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის, გადამდებ დაავადებათა დეპატრამენტის ხელმძღვანელი ხათუნა ზახაშვილი, მუსლიმთა სამმართველოს შეიხი რამინ იგიდოვი, აღმოსავლეთ საქართველოს მუფთი ეტიბარ ემინოვი, UNİCEF-ის საქართველოში წარმომადგენელი ღასან ხალილი, იაშვილის კლინიკის დირექტორი ივანე ჩხაიძე, ცნობილი ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი და კარდიოლოგი ზვიად ყიფიანი.

სასულიერო პირებთან შეხვედრაზე სტუმრებმა COVİD-19-ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის, ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციიას შესახებ, მსოფლიოს პანდემიისგან დახსნისათვის აცრის აუცილებლობაზე და მოქალაქეების ვაქცინაციის  პროცესში აქტიურ ჩართვასთან დაკავშირებით ისაუბრეს. ჯანდაცვის ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ თუ ქვეყნის მოსახლეობის 60 პროცენტი აიცრება ვირუსის გავრცელება შეჩერდება და შეზღუდვები მოიხსნება მთელს ქვეყანაში, რის შედეგადაც მოსახლეობა ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება.

ღონისძიების დასასრულს მუსლიმთა სამმართველოს შეიხმა და რამოდენიმე სასულიერო პირმა საჯაროდ ჩაიტარა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია.

შეგახსენებთ, რომ მსგავსი საინფორმაციო შეხვედრები ახლომომავალში სხვა რეგიონებშიც გაიმართება.

Read 20 times Last modified on Last modified on ივნისი 08 2021

მეჩეთები

ლოცვის დრო [2016]