Sunday, June 13, 2021

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მუსლიმ სასულიერო პირებს შეხვდა და რამაზან-ბაირამის დღესასწაული მიულოცა

გამოქვეყნებულია სიახლები მაისი 13 2021 font size decrease font size increase font size

დღეს, საქართველოს მთავრობის კანცელარიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რამაზან ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით მუსლიმთა სამმართველოს სასულიერო ლიდერებს და წარმომადგენლებს უმასპინძლა.

 

 მე მინდა დიდი პატივისცემით და სიყვარულით მოგილოცოთ რამაზან-ბაირამის დღე, ეს არის სიყვარულის, სიკეთის და სითბოს დღე - ამ სიტყვებით მიულოცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მუსლიმ სასულიერო ლიდერებს რამაზან-ბაირამის დღესასწაული.

მთავრობის მეთაურის თქმით, რამაზან-ბაირამის დღესასწაული სითბოს, სიყვარულის და ერთმანეთზე ზრუნვის დღეა. საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს და ქრისტიანებს ამ ქვეყნის ერთობლივი მსახურების დიდი ისტორია აქვთ, პატივს სცემდნენ ერთმანეთის რწმენას და ერთმანეთზე ზრუნავდნენ. (პრემიერის სიტყვის სრულად სანახავად გადადით მითითებულ ბმულზე)  https://fb.watch/5t3J_Aw-jM/

 შეხვედრაზე, სასულიერო ლიდერებმა ისაუბრეს, რამაზან და ყურბან ბაირამის უქმე დღეებად გამოცხადების, მუსლიმებით დასახლებულ ლოკაციებში სამლოცველოების მშენებლობის, უმაღლესი სასულიერო სასწავლებლების გახსნის, ისტორიული მეჩეთების რესტავრაციის, მეჩეთების რეგისტრაციის, დაფინანსების გაზრდის, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მუსლიმი მსჯავრდებულებისათვის მარხვის თვეში შესაბამისი პირობების შექმნის, ეკომიგრანტებისათვის საცხოვრებელი სახლების, სასოფლო სამეურნეო მიწების და სასაფლაო ტერიტორიების გამოყოფა-დაკანონებისა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით. რაზედაც, პრემიერ მინისტრმა გამოთქვა მზაობა ეტაპობრივად გადაწყვეტისა და მოგვარების თაობაზე.

შეხვედრის დასასრულს სასულიერო ლიდერებმა პრემიერ მინისტრს   მადლობა გადაუხადეს გულთბილი მიღებისა და ბაირამის მოლოცვისათვის.

Read 67 times Last modified on Last modified on მაისი 13 2021

მეჩეთები

ლოცვის დრო [2016]