დღეს საქართველოს მეჩეთებში რამაზან ბაირამის ლოცვა აღევლინა
დღეს, თბილისის, ბათუმის და საქართველოში მოქმედ ყველა მეჩეთში აღევლინა რამაზან ბაირამის ლოცვა.
სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო, საქართველოსა და მსოფლიოს მუსლიმებს ულოცავს რამაზან ბაირამს, თითოეულ თქვენთაგანის ოჯახებს გისურვებთ მშვიდობას, ჯანმრთელობას, ბედნიერებას, რწმენის სიმტკიცეს, ხვავს და ბარაქას. უზენაეს ღმერთს შევთხოვთ, რომ უნაკლოდ მიიღოს რამაზანის თვეში თითოეული ჩვენგანის მარხვა და სხვა ღვთისმსახურება. აამინ!
რამაზან ბაირამის მოსალოცად, ბათუმის ცენტრალურ მეჩეთში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე იმყოფებოდა, რომელმაც მეჩეთში მყოფ მრევლს ბაირამი მიულოცა.
View the embedded image gallery online at:
http://amag.ge/index.php/news/item/520-2021-05-13-07-37-05#sigProId634376bf17
http://amag.ge/index.php/news/item/520-2021-05-13-07-37-05#sigProId634376bf17