Sunday, June 13, 2021

სასულიერო ლიდერების შეხვედრა თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან

გამოქვეყნებულია სიახლები აპრილი 08 2021 font size decrease font size increase font size

დღეს, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მუფთები ადამ შანთაძე და ეტიბარ ემინოვი თურქეთის რესპუბლიკის სრულუფლებიან და საგანგებო ელჩს საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანს შეხვდნენ.

 

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს მრჩეველი რელიგიურ საკითხებში აჰმედ ერდემი და მუსლიმთა სამმართველოს ადმინისტრაციის მდივანი ოქტაი ისაევი.

ელჩმა სასულიერო ლიდერებს მიესალმა და მადლობა გადაუხადა სტუმრობისათვის, თავის მხრივ სასულიერო ლიდერებმაც ელჩს მადლობა გადაუხადეს გულთბილი მასპინძლობისთვის და მოახლოებული რამადანის თვის დადგომა მიულოცეს.

 შეხვედრაზე მხარეებმა ერთობლივად განხორციელებული პროექტები შეაფასეს, რამადანის თვეში და მომავალში განსახორციელებელი პროექტები განიხილეს და განხორციელების გეგმებზე ისაუბრეს.

Read 96 times Last modified on Last modified on აპრილი 08 2021

მეჩეთები

ლოცვის დრო [2016]