სოფელ გაზილარში ბარათის ღამესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა
დღეს, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ორგანიზებით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გაზილარში ბარათის ღამესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა.
ბარათის ღამესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე მუსლიმთა სამმართველოს სასულიერო ლიდერები აღმოსავლეთ საქართველოს მუფთი ეტიბარ ემინოვი, შეიხი რამინ იგიდოვი, მუფთის მრჩეველი და ორგანიზაცია (სადსს)-ს ხელმძღვანელი მუსა გაჯიევი, თურქეთის საელჩოს რელიგიის საკითხებში ატაშე აჰმედ ერდემი, ადგილობრივი მოსახლეობა, სხვადასხვა რეგიონებიდან და მეზობელი სოფლებიდან მოწვეული სასულიერო პირები და სტუმრები ესწრებოდნენ.
ღონისძიების დაწყებამდე მეჩეთში შეკრებილ მრევლს მუფთმა ბარათის ღამესთან და რწმენის სიმტკიცესთან დაკავშირებით უქადაგა.
ღონისძიება წმინდა წიგნ ყურანი-ქერიმის წაკითხვით გაიხსნა, შემდეგ სოფელ გაზილარის იმამმა და ღონისძიების მასპინძელმა ელმარ ალიევმა სიტყვა სასულიერო ლიდერებს და სტუმრებს გადასცა. სიტყვით გამომსვლელებმა, ბერათის ღამის შესახებ, ამ დალოცვილ ღამეს შესრულებულ ღვთისმსახურებების და ვედრებების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
http://amag.ge/index.php/news/item/511-2021-03-27-15-28-43#sigProIda8d579689c