ესტონეთის, ნორვეგიის ელჩებისა და UNICEF-ის ხელმძღვანელის სტუმრობა სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოში
დღეს, 26 მარტს, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ბათუმის ოფისში, ესტონეთის სრულუფლებიანი ელჩი, ქალბატონი რინა კალჯერანდი, ნორვეგიის სრულუფლებიანი ელჩი,
ქალბატონი ჰელენ სანდ ანდერსენი და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ხელმძღვანელი ბატონი ღასან ხალილი იმყოფებოდნენ.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა მუსლიმთა სამმართველოსა და გაეროს ბავშვთა ფონდს შორის პარტნიორულ ურთიერთობებს და აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია ბავშვთა უფლებების დაცვა, განათლების ხელმისაწვდომობა და მათი ზნეობრივი ღირებულებებით აღზრდა.
სტუმრებთან საუბრისას ყურადღება იქნა გამახვილებული ადამიანთა უფლებებზე, თავისუფლებებსა და საზოგადოების წინაშე მდგარ სხვადასხვა გამოწვევებზე.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა მომავალში პარტნიორული ურთიერთობების გაგრძელებასა და განმტკიცებაზე.
http://amag.ge/index.php/news/item/509-unicef#sigProIdf6189c1579