ბოლნისში „მაბასი“-ს დღე აღინიშნა
ბოლნისის სოფელ ძველქვეშში მწ. მუჰამმედის (ს.ა.ვ.) „მაბასი“-ს დღე აღინიშნა.
სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაზე, ადგილობრივი სასულიერო პირები, სამეცნიერო და საზოგადო მოღვაწეები, ძველი ქვეშის და მეზობელი სოფლების მაცხოვრებლები ესწრებოდნენ.
ყურანი-ქერიმის წაკითხვის შემდეგ ღონისძიების მოდერატორმა იფრათ ახმედოვმა სიტყვა შეიხ ჰაჯი რამინ იგიდოვს გადასცა.
ღონისძიების ორგანიზატორმა მუსლიმთა სამმართველოს შეიხმა ჰაჯი რამინ იგიდოვმა დამსწრე საზოგადოებაზე ძვირფასი დღის მილოცვის შემდეგ, სურა ანბიას 107-ე აიათის განმარტების მიხედვით ისლამის შუამავლის (ს.ა.ვ.) მოწყალეობაზე ისაუბრა.
http://amag.ge/index.php/news/item/506-2021-03-15-06-50-55#sigProId06f63eccfd