Monday, April 19, 2021

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ორგანიზებით ამავე სამმართველოს მარნეულის ოფისში მი’რაჯთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა

გამოქვეყნებულია სიახლები მარტი 11 2021 font size decrease font size increase font size

ჰაჯი ნათიკ ალიევის მიერ ყურანი-ქერიმის წაკითხვის შემდეგ მოდერატორმა ბახტიარ თანრივერდიევმა ღონისძიება გახსნილად გამოაცხადა და სიტყვა აღმოსავლეთ საქართველოს მუფთს ეტიბარ ემინოვს გადასცა.

მუფთმა ისრას და მირაჯის ამბებზე ისაუბრა და ამ მნიშვნელოვან მოვლენებზე ყურადღება გაამახვილა. აგრეთვე მან აღნიშნა, რომ ძვირფასი შუამავლი მეუღლის წმ. ხადიჯას და ბიძამისის აბუ თალიბის გარდაცვალების გამო განსაცდელში იყო, ამ განსაცდელის ჟამს შუამავლისთვის  მირაჯი  უზენაესი ღმერთისგან უდიდესი საჩუქარი იყო და მირაჯის დროს უზენაესი ღმერთისგან მსულიმებისადმი ბოძებულ იქნა უძვირფასესი საჩუქარი.

შემდეგ სიტყვით გამოვიდა მუსლიმთა სამმართველოს შეიხი ჰაჯი რამინ იგიდოვი, რომელმაც მირაჯის ღამეზე და ამ ღამეს მომხდარ მნიშვნელოვან მოვლენებზე ისაუბრა. მან დამსწრე საზოგადოებას მაბასის დღეც მიულოცა და ძვირფასი შუამავლის აღმატებულ ღირებულებებზე  ისაუბრა.

ღონისძიებაზე აგრეთვე სიტყვით გამოვიდნენ საზოგადო მოღვაწეები სეიად ხალილოვი და მაჰმუდ ქამალოღლი.

მეორე ქესალოს ისლამის მედრესეს მოსწავლე სტუდენტებმა დამსწრე საზოგადოების საპატივცემულოდ  მირაჯის დღისადმი მომზადებული რელიგიური სიმღერებიილაჰიებიშეუსრულეს.

Read 58 times Last modified on Last modified on მარტი 15 2021

მეჩეთები

ლოცვის დრო [2016]