Monday, April 19, 2021

სოფელ ტალავერში მი’რაჯთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა

გამოქვეყნებულია სიახლები მარტი 10 2021 font size decrease font size increase font size

მიმდინარე წლის 10 მარტს სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ორგანიზებით ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალავერში მირაჯთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა.

 

ყურანი-ქერიმის წაკითხვის შემდგე ღონისძიების მოდერატორმა ჰაჯი ადილ ნაბიევმა აღმოსავლეთ საქართველოს მუფთ ეტიბარ ემინოვს სიტყვა გადასცა. მუფთმა სიტყვით გამოსვლისას ისრას და მირაჯის ამბებთან დაკავშირებით ისაუბრა და ამ მნიშვნელოვან მოვლენებზე ყურადღება გაამახვილა, აგრეთვე მირაჯის დროს უზენაესი ღმერთისგან მსულიმებისადმი ბოძებულ უძვირფას საჩუქარზე ისაუბრა.

შემდეგ სიტყვით გამოვიდა თურქეთის საელჩოს რელიგიის საკითხებში ატაშე აჰმედ ერდემი, რომელმაც მირაჯის ღამის და ამ ღამეს განვითარებული მოვლენების შესახებ ისაუბრა.

ღონისძიებაზე აგრეთვე სიტყვით გამოვიდნენ მუსლიმთა  სამმართველოს ქვემო ქართლში წარმომადგენელი ბახტიარ თანრივერიევი, ბოლნისის ახუნდი იფრათ ახმედოვი, მუსლიმთა სამმართველოს დმანისში წარმომადგენელი ალმაზ ალლაზოვი, მუსლიმთა სამმართველოს სამეცნიერო საბჭოს წევრები ხანლარ ორუჯოვი და  მულქადარ ჰაჯიევი, სოფლის უხუცესი ჰაჯი ჰამიდი და ჰაჯი ვალიდა.

Read 56 times Last modified on Last modified on მარტი 15 2021

მეჩეთები

ლოცვის დრო [2016]