Monday, April 19, 2021

გარდაბანში „მაბასი“-ს დღე აღინიშნა

გამოქვეყნებულია სიახლები მარტი 10 2021 font size decrease font size increase font size

მიმდინარე წლის 10 მარტს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კარათაკლიაში „მაბასი“-ს დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა.

 

აღნიშნულ ღონისძიებაზე სასულიერო პირებთან ერთად ადგილობრივი და მეზობელი სოფლებიდან  მოწვეული მორწმუნე მუსლიმებიც ესწრებოდნენ.

ღონისძიება წმინდა წიგნ ყურანი-ქერიმის წაკითხვით გაიხსნა. შემდეგ სიტყვა გადაეცა ადგილობრივ სასულიერო მოღვაწეს ორგანიზაცია „აჰლიბეით ჰიქმეთი“-ს ხელმძღვანელს ჰაჯი ნამიგ გუსეინოვს, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას დალოცვილი დღე მიულოცა.

ღონისძიების ორგანიზატორმა მუსლიმთა სამმართველოს შეიხმა ჰაჯი რამინ იგიდოვმა დამსწრე საზოგადოებაზე ძვირფასი დღის მილოცვის შემდეგ, სურა ანბიას 107-ე აიათის განმარტების მიხედვით ისლამის შუამავლის (ს.ა.ვ.) მოწყალეობაზე ისაუბრა.

ღონისძიებაზე აგრეთვე სიტყვით გამოვიდა მუსლიმთა სამმართველოს წევრი, ისლამის სწავლული ჰაჯი ქამრან მამედოვი, რომელმაც  ისლამის შუამავლის (ს.ა.ვ.) პიროვნებაზე, საღვთო მისიაზე, მიზნებზე და მის მიერ მოტანილ ბოლო და სრულყოფილ რელიგიის სპეციფიკაზე და მაგალითებზე ისაუბრა.

Read 49 times Last modified on Last modified on მარტი 15 2021

მეჩეთები

ლოცვის დრო [2016]