თბილისის ჯუმა მეჩეთში რეღაიბის ღამესთან დაკავშირებით ღონისძება გაიმართა
დღეს, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ორგანიზებით თბილისის ჯუმა მეჩეთის საკონფერენციო დარბაზში რეღაიბის ღამესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიება ჰაჯი ნატიკ ალიევის მიერ წმინდა წიგნ ყურანის წაკითხვის მერე გაიხსნა. ღონისძიების მოდერატორმა ჰაჯი ეივაზ მერდანოვმა სტუმრებს მიესალმა, მადლობა გადაუხადა ღონისძიებაზე მობრძანებისათვის და დამსწრე საზოგადოებას რეღაიბის ღამის დადგომა მიულოცა. შემდეგ სიტყვა აღმოსავლეთ საქართველოს მუფთს ეტიბარ ემინოვს გადასცა. მუფთმა რეჯების თვესა და რეღაიბის ღამესთან დაკავშირებით, აგრეთვე ამ ძვირფასი ღამის მნიშვნელობაზე და ამ ღამეს შესასრულებელ ღვთისმსახურებების შესახებ ისაუბრა.
შემდეგ სიტყვით მუსლიმთა სამმართველოს შეიხი ჰაჯი რამინ იგიდოვი გამოვიდა, რომელმაც თავის მხრივ ისლამის რელიგიის მიხედვით ძვირფასი დღეების და ღამეების, მათ შორის რეჯების თვის განსაკუთრებულობასთან დაკავშირებით ისაუბრა. აგრეთვე სიტყვა გადაეცა, თურქეთის საელჩოს რელიგიის საკითხებში მრჩეველს აჰმედ ერდემს, აღმოსავლეთ საქართველოს მუფთის მრჩეველს და ორგანიზაცია „სადა“-ს თავმჯდომარეს მუსა გაჯიევს, საქართველოს აზერბაიჯანელ უხუცესთა საბჭოს თავმჯდომარეს ისაკ ნოვრუზოვს და თეოლოგ რაჰიდ ქერიმოვს, რომლებმაც ძვირფას სამთვეულის, მნიშვნელოვან დღეების და ღამეების შესახებ ისაუბრეს.
ღონისძებაზე როგორც სასულიერო პირები აგრეთვე გამოჩენილი საზოგადოების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
http://amag.ge/index.php/news/item/502-2021-02-18-17-21-20#sigProIdb505e20654