Friday, March 5, 2021

სასულიერო ლიდერები თურქეთის ელჩს შეხვდნენ

გამოქვეყნებულია სიახლები თებერვალი 08 2021 font size decrease font size increase font size

დღეს, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ცენტრალურ ოფისში თურქეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანი,

ორგანიზაცია TIKA- საქართველოში კოორდინატორი ნეჯლა დემირთაში და თურქეთის საელჩოს რელიგიის საკითხებში მრჩეველი აჰმედ ერდემი მუსლიმთა სამმართველოს სასულიერო ლიდერებს შეხვდნენ.

სასულიერო ლიდერებმა ელჩს საქართველოს მუსლიმების მდგომარეობის, მუსლიმთა სამმართველოს საქმიანობის, მუსლიმ თემსა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობის შესახებ ესაუბრნენ.

შეხვედრაზე სასულიერო ლიდერებმა ყურადღება გაამახვილეს მუსლიმთა სამმართველოსა და თურქეთის რელიგიის საქმეთა სამმართველოს „DİYANET”-ს შორის მჭიდრო თანამშრომლობზე და სურვილი გამოთქვეს მომავალში თანამშრომლობის გაგრძელებასთან დაკავშირებით.

ელჩმაც, თავისმხრივ, მასპიძლებს გულთბილი დახვედრისათვის მადლობა გადაუხადა და გამოთქვა მზადყოფნა მომავალში საქმიანი ურთიერთობების გაგრძელების შესახებ.

 

Read 75 times Last modified on Last modified on თებერვალი 08 2021

მეჩეთები

ლოცვის დრო [2016]