Friday, March 5, 2021

შეხვედრა ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩთან

გამოქვეყნებულია სიახლები თებერვალი 03 2021 font size decrease font size increase font size

დღეს, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ცენტრალურ ოფისში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი საქართველოში აქბარ ღასიმი ალიაბადი,

საელჩოს კულტურის საკითხებში ატაშე ჰამიდ მოსტაფავი და ალმუსტაფას უნივერსიტეტის წარმომადგენელი ჰასან იუსიფზადე სასულიერო ლიდერებს შეხვდნენ.

სასულიერო ლიდერებმა ირანის ახლად დანიშნულ ელჩს საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცეს და მომავალ დიპლომატიურ საქმიანობაში წარმატებები უსურვეს. აგრეთვე ელჩს საქართველოს მუსლიმების მდგომარეობის, მუსლიმთა სამმართველოს საქმიანობის, მუსლიმ თემსა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობის შესახებ ესაუბრნენ.

შეხვედრაზე სასულიერო ლიდერებმა ყურადღება გაამახვილეს მუსლიმთა სამმართველოსა და ირანში მოქმედ რელიგიურ ორგანიზაციებს შორის მჭიდრო თანამშრომლობზე და სურვილი გამოთქვეს მომავალში თანამშრომლობის გაგრძელებასთან დაკავშირებით.

ელჩმაც, თავისმხრივ, მასპიძლებს გულთბილი დახვედრისათვის მადლობა გადაუხადა და გამოთქვა მზადყოფნა მომავალში საქმიანი ურთიერთობების გაგრძელების შესახებ.

 

Read 88 times Last modified on Last modified on თებერვალი 03 2021

მეჩეთები

ლოცვის დრო [2016]