Sunday, May 9, 2021

ახლად დანიშნული სასულიერო პირების წარდგენა

გამოქვეყნებულია სიახლები იანვარი 27 2021 font size decrease font size increase font size

დღეს, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მარნეულის ოფისში, აღმოსავლეთ საქართველოს მუფთმა ეტიბარ ემინოვმა ქვემო ქართლში მოქმედ სასულიერო პირებს და იმამებს სამმართველოს ახალი თანამშრომლები წარუდგინა.

 

სასულიერო პირებთან შეხვედრისას მუფთმა ქვემო ქართლში მოქმედ ყველა სასულიერო პირს გაწეული საქმიანობისათვის მადლობა გადაუხადა, მომავალი სამოქმედო გეგმების, სიახლეების და ხედვების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

მუფთმა ეტიბარ ემინოვმა ქვემო ქართლში მოქმედ სასულიერო პირებს, მუფთის ქვემო ქართლში წარმომადგენლის თანამდებობაზე ჰაჯი ბახტიარ ტანრივერდიევი, მუფთის დაქვემდებარებაში არსებულ განათლების და პროპაგანდის განყოფილების თავმჯდომარის თანამდებობაზე ჰაჯი ნატიკ ალიევი, აგრეთვე მუფთის მარნეულის მუნიციპალიტეტში წარმომადგენლის თანამდებობაზე კიდე ჰაჯი თახირ ბაირამოვი წარადგინა.

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო ახლად დანიშნულ სასულიერო პირებს საპასუხისმგებლო პოზიციებზე დანიშვნას ულოცავს და მომავალ რელიგიურ საქმიანობაში წარმატებებს უსურვებს.

 

Read 158 times Last modified on Last modified on იანვარი 27 2021

მეჩეთები

ლოცვის დრო [2016]