Sunday, May 9, 2021

დღეს, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ცენტრალურ ოფისს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე სტუმრობდა.

გამოქვეყნებულია სიახლები იანვარი 26 2021 font size decrease font size increase font size

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე გოგა უკლება და სააგენტოს სხვა თანამშრომლები მუსლიმთა სამმართველოში სტუმრად იმყოფებოდნენ.

სტუმრებმა ახლად არჩეულ აღმოსავლეთ საქართველოს მუფთს ეტიბარ ემინოვს საპასუხისმგებლო თანამდებობაზე არჩევა მიულოცეს,მომავალ რელიგიურ საქმიანობაში წარმატებები უსურვეს და მხარდაჭერა გამოუცხადეს.  

მუფთმაც თავის მხრივ სტუმრებს მადლობა გადაუხადა, მომავალი გეგმები გააცნო და სააგენტოსთან თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა. შეხვედრაზე აგრეთვე სააგენტოსთან ერთად  განხორციელებული ერთობლივი პროექტები იქნა შეფასებული და არსებული პრობლემების გადაჭრის გზები იქნა განხილული.

Read 138 times Last modified on Last modified on იანვარი 26 2021

მეჩეთები

ლოცვის დრო [2016]