Friday, March 5, 2021

სოფელ ბუკნარში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება

გამოქვეყნებულია სიახლები იანვარი 15 2021 font size decrease font size increase font size
როგორც ცნობილია, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფ. ბუკნარში, კერძო სახლში რამდენიმე თვეა მუსლიმი თემი აღავლენს ლოცვებს.
სამწუხაროდ, ბოლო დღეებში ამ სოფელში ადგილი ჰქონდა დაპირისპირებას, რაც ყოვლად მიუღებელი და დაუშვებელია. მსგავსი პრობლემის გადაჭრის უალტერნატივო გზა მხარეებს შორის დიალოგია. ჩვენი ქვეყანა ისტორიულად და დღესაც გამოირჩევა ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნებით, რასაც გაფრთხილება და განმტკიცება სჭირდება. ღმერთს მადლობა დღეს, პარასკევის ლოცვის შემდეგ, სოფლის მკვიდრი მუსლიმები და ქრისტიანები ერთმანეთს შეხვდნენ, გულისტკივილი გაუზიარეს, ხელი ჩამოართვეს და შეთანხმდნენ, რომ სოფელში კვლავ გაგრძელდება მშვიდობიანი, ძმური, მეგობრული და კეთილმეზობლური თანაცხოვრება. ეს იყო ისტორიული მნიშვნელობის შეხვედრა და იმედს გამოვთქვამთ, ამიერიდან ამ სოფელშიცა და სრულიად საქართველოშიც მშვიდობა და მეგობრობა დაისადგურებს. ეს გადაწყვეტილება იქნება დასაბამი და სიმბოლო იმის, რომ მომავალში მსგავსი არასახარბიელო მოვლენები აღარ განვითარდება.
როგორც ცნობილია, ჩვენს ქვეყანაში აღმსარებლობის თავისუფლება ქვეყნის უმაღლესი კანონით - კონსტიტუციითაა გარანტირებული. შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ პატივი უნდა ვცეთ კონსტიტუციით გათვალისწინებულ უფლებებსა და თავისუფლებებს. უნდა ახსოვდეს ყველას, რომ მხოლოდ ურთიერთპატივისცემით, სხვათა უფლებების დაცვით, სამართლიანობითა და სიყვარულით შევძლებთ ჩვენი ქვეყნის განვითარებას.
გულითადი მადლობა გვინდა გადავუხადოთ ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ კეთილ საქმეში. ვლოცულობთ ჩვენს ქვეყანასა და მთელ მსოფლიოში მშვიდობის განმტკიცებისთვის.
ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო! აამიინ!
სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო
Read 114 times Last modified on Last modified on იანვარი 15 2021

მეჩეთები

ლოცვის დრო [2016]