Monday, April 19, 2021

თურქეთის რელიგიის საქმეთა სამმართველოს “DİYANET”-ის თავმჯდომარემ ალი ერბაშმა ეტიბარ ემინოვს აღმოსავლეთ საქართველოს მუფთის თანამდებობაზე არჩევა მიულოცა

გამოქვეყნებულია სიახლები იანვარი 14 2021 font size decrease font size increase font size

თურქეთის რელიგიის საქმეთა სამმართველოს  “DİYANET”-ის თავმჯდომარემ ალი ერბაშმა ეტიბარ ემინოვს აღმოსავლეთ საქართველოს მუფთის თანამდებობაზე არჩევა მიულოცა.

 

View the embedded image gallery online at:
http://amag.ge/index.php/news/item/495-diyanet#sigProId5c322b56c9
პროფესორ დოქტორ ალი ერბაშის მისალოც წერილში აღნიშნულია:

მოწყალე და მწყალობელი ალლაჰის სახელით

 

21.12.2020-ში უმაღლეს სასულიერო საბჭოს მიერ თქვენი აღმოსავლეთ საქართველოს მუფთის თანამდებობაზე არჩევის შესახებ შევიტყვე.  ჩვენთვის ღრმად პატივცემული სასულიერო პირის აღმოსავლეთ საქართველოში მცხოვრებ მუსლიმების ლიდერად არჩევით მოხარული ვართ.

აქვე აღვნიშნავ, რომ თქვენს მიერ აღმოსავლეთ საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებისადმი გაწეულ რელიგიურ-სულიერ საქმიანობაში,  ჩვენ “DİYANET”-ის მხრიდან, როგორც წარსულში აგრეთვე მომავალშიც სრულ მხარდაჭერას გიცხადებთ.

ასეთ საპასუხისმგებლო  და  მნიშვნელოვან თანამდებობაზე არჩევას გულითად გილოცავთ, თქვენ და მუსლიმთა სამმართველოს ყველა თანამშრომელს უზენაესი ღმერთისგან დალოცვას და წარმატებებს გისურვებთ. უზენაეს ღმერთს შევთხოვ, რომ ეს არჩევანი უპირველეს ყოვლისა აღმოსავლეთ საქართველოში მცხოვრებ  მუსლიმებისათვის, აგრეთვე ისლამურ სამყაროსთვის და მთელი კაცობრიობითვის სიკეთის და წარმატების მომტანი ყოფილიყოს.

გულითადი სალამით და სიყვარულით

პროფესორ-დოქტორი ალი ერბაში

თურქეთის რელიგიის საქმეთა სამმართველოს  “DİYANET” -ის თავმჯდომარე

Read 209 times Last modified on Last modified on იანვარი 14 2021

მეჩეთები

ლოცვის დრო [2016]