აღმოსავლეთ საქართველოს მუფთის არჩევნები
დღეს სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ცენტრალურ ოფისში ჩატარდა აღმოსავლეთ საქართველოს მუფთის რიგგარეშე არჩევნები.
რელიგიური საბჭოს სრული შემადგენლობის გადაწყვეტილებით აღმოსავლეთ საქართველოს მუფთად არჩეულ იქნა ეტიბარ ემინოვი.
სსიპ „სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო“ ეტიბარ ემინოვს ულოცავს მუფთად არჩევას და უსურვებს წარმატებებს მომავალ საქმიანობაში.
ეტიბარ ემინოვი მუსლიმთა სამმართველოში დღემდე იყო „მუფთის წარმომადგენელი ქვემო ქართლში“ და დღეს რელიგიური საბჭოს უმრავლესობის გადაწყვეტილებით 5 წლის ვადით აღმოსავლეთ საქართველოს მუფთად იქნა არჩეული.
გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 26 სექტემბერს იასინ ალიევმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო დატოვა აღმოსავლეთ საქართველოს მუფთის თანამდებობა.
სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო მადლობას უხდის ბატონი იასინ ალიევს მუსლიმი თემის წინაშე გაწეული ფასდაუდებელი საქმიანობისათვის, ვუსურვებთ მხნეობას და მალე გამოჯანმრთელებას, ის რჩება მუსლიმთა სამმართველოს საპატიო წევრად.
http://amag.ge/index.php/news/item/492-2020-12-21-13-06-49#sigProId79868ceb61