ტოლერანტობის საერთაშორისო დღე
ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოში მოქმედ რელიგიურ კონფესიების სასულიერო პირებს საქართველოს ბაპტისტური ეკლესიების კავშირმა უმასპინძლა.
მუსლიმთა სამმართველოს სასულიერო ლიდერებმა დამსწრე საზოგადოებას ტოლერანტობის საერთაშორისო დღე მიულოცეს, აღნიშნეს, რომ საქართველოში ისტორიულად სხვადასხვა რელიგიების და ეთნოსის წარმომადგენლები ერთმანეთთან ძმურად, მეგობრულად და შემწყნარებლურად თანაცხოვრობდნენ, ისინი ერთმანეთის აღმსარებლობას და კულტურას პატივს სცემდნენ. სასულიერო ლიდერებმა აღნიშნეს, რომ დღეს თითოეული ჩვენთაგანის ვალია შევინარჩუნოთ და გავაძლიეროთ წინაპრების მიერ ამანათად დატოვებული ისტორიული ტოლერანტობის კულტურა და მომავალ თაობას გადავცეთ.
შეხვედრაზე ასევე სიტყვით გამოვიდნენ რელიგიის სააგენტოს ხელმძღვანელი ზაზა ვაშაყმაძე და სხვადასხვა კონფესიების წარმომადგენლები, რომლებმაც ისაუბრეს საქართველოში არსებულ ტოლერანტობის უნიკალურობაზე, რელიგიების ურთიერთობაზე და ა.შ.
შეგახსენებთ, რომ 2014 წლიდან ჩამოყალიბდა ტრადიცია, ყოველ წელს ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს სხვადასხვა რელიგიურ ორგანიზაციაში აღნიშნავენ საქართველოში მოქმედი რელიგიები.
http://amag.ge/index.php/news/item/490-2020-11-16-13-45-56#sigProId316f5c7e11