Thursday, November 26, 2020

მუსლიმი ჯარისკაცებისათვის ჯიბის ყურანი გამოიცა

გამოქვეყნებულია სიახლები ოქტომბერი 29 2020 font size decrease font size increase font size

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მომსახურე მუსლიმი ჯარისკაცებისათვის, თეოლოგ რეზო მიქელაძის მიერ არაბულიდან ქართულ ენაზე ნათარგმნი  ჯიბის ყურანი დაბეჭდა. 

 

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს სახელით მადლობას ვუხდით თავდაცვის სამინისტროს ამ ისტორიული მნიშვნელობის ინიციატივისა და მუსლიმი სამხედრო მოსამსხურეების რელიგიური უფლებების დაცვისათვის, ყველა ჯარისკაცს  ჯანმრთელობასა და სამშობლოს წინაშე საკუთარი მოვალეობის პირნათლად შესრულებას ვუსურვებთ.

შეგახსენებთ, რომ 5 წლის წინ, თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, იმ საჯარისო ნაწილებში, სადაც მუსლიმი სამხედრო მოსამსახურეები მსახურობენ, მოეწყო სამლოცველო სივრცეები, სადაც მუსლიმი ჯარისკაცები თავისუფლად აღასრულებენ ყოველდღიურ, პარასკევისა და ბაირამის ლოცვებს.

ვლოცულობთ ჩვენი სამშობლოს გაძლიერებისა და განვითარებისათვის.  ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო და მის სადარაჯოზე მდგომი თითოეული ჯარისკაცი, მოგვცეს მშვიდობა, ხვავი, ბარაქა და სულ მალე გვეცხოვროს ერთიან, ძლიერ და გამთლიანებულ სამშობლოში.  აამიინ!

 

Read 86 times Last modified on Last modified on ოქტომბერი 29 2020

მეჩეთები

ლოცვის დრო [2016]