Tuesday, September 29, 2020

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მუსლიმ სასულიერო პირებს შეხვდა და ყურბან-ბაირამის დღესასწაული მიულოცა

გამოქვეყნებულია სიახლები ივლისი 31 2020 font size decrease font size increase font size

დღეს, საქართველოს მთავრობის კანცელარიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ყურბან ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით  მუსლიმთა სამმართველოს სასულიერო ლიდერებს და წარმომადგენლებს უმასპინძლა.

 

საქართველოში მცხოვრებ ყველა მუსლიმანს ვულოცავ ყურბან-ბაირამის დღესასწაულს. სამწუხაროდ, ვირუსის გავრცელების გამო, ვერ აღვნიშნავთ ისე, როგორც ამ დღესასწაულს შეეფერება, მაგრამ, იმედია, ასეთი შემთხვევა პირველი და ბოლო იქნება. ჩვენი ქვეყნის სიძლიერე ჩვენს მრავალფეროვნებაშია. ამიტომ, ჩვენ ყოველთვის ვზრუნავდით და მომავალშიც ვიზრუნებთ ჩვენს ამ მრავალფეროვნებაზე. ჩვენი მუსლიმანი ძმები არიან ჩვენი ძმები ისევე, როგორც საქართველოს ყველა სხვა მოქალაქე. ჩვენ ერთად ვაშენებთ ამ ქვეყანას, ერთად ვზრუნავთ და ვშრომობთ ამ ქვეყნის მომავლისთვის. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამას ვაკეთებთ ერთად, წარმატებით და ამას გავაგრძელებთ მომავალშიც. კიდევ ერთხელ ვულოცავ თითოეულ მუსლიმანს ამ დღესასწაულს და იმედი მაქვს, რომ როგორც აქამდე ვშრომობდით ერთად, ამ ვირუსზეც გავიმარჯვებთ. მინდა გისურვოთ წარმატება, ჯანმრთელობა და ერთობლივი შრომა ამ ქვეყნის მომავლისთვის, თქვენი თემის მომავლისთვის. უნდა ვიზრუნოთ ერთმანეთზე, გავუფრთხილდეთ და პატივი ვცეთ ერთმანეთის რწმენას და ასე ერთობლივად ავაშენოთ ეს ქვეყანა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ. http://gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=541&info_id=76939

როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე მუფთმა, ადამ შანთაძემ აღნიშნა, „მოხარული ვართ, რომ თქვენი ხელისუფლების პერიოდში ტრადიციად ჩამოყალიბდა სტუმარ-მასპინძლობა, რაც გვახარებს და მეტ მოტივაციას გვაძლევს. ჩვენც არაფერს დავიშურებთ იმისთვის, რომ ჩვენი წვლილი შევიტანოთ ჩვენი ქვეყნის გაძლიერებასა და განვითარებაში. ჩვენ ძალიან დიდი ტრადიციის, ისტორიისა და კულტურის მქონე ქვეყანა ვართ. საუკუნეების განმავლობაში ამ ქვეყანაში ხელიხელჩაკიდებული ძმურად, ჰარმონიულად ცხოვრობდნენ სხვადასხვა ეთნოსის და აღმსარებლობის ადამიანები და ყველას საკუთარი წვლილი შეჰქონდა ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში. ეს დღესაც ასეა. ამ ქვეყნის ყველა მუსლიმი მოქალაქე გამსჭვალულია პატრიოტული სულისკვეთებით და ჩვენ ვცდილობთ, რომ ჩვენი წილი აგური დავდოთ ამ ქვეყნის როგორც დემოკრატიული განვითარებისთვის, ისე ერთიანი, ძლიერი სახელმწიფოს შექმნისათვის“, - განაცხადა ადამ შანთაძემ.

მუფთმა აგრეთვე მოქმედი მეჩეთების რეგისტრაციის საკითხზე,  მუსლიმური უმაღლესი სასწავლებლის გახსნის აუცილებლობაზე, ისტორიული კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე მეჩეთების რესტავრაციასა და მოვლა პატრონობის თაობაზე, ახალი მეჩეთების მშენებლობისათვის დროულად ნებართვების გაცემის და ეკო მიგრანტებში არსებულ პრობლემების შესახებ ისაუბრა.

შეიხმა რამინ იგიდოვმა პრემიერ მინისტრს მადლობა გადაუხადა პანდემიის პირობებში მუსლიმი სასულიერო ლიდერების  ორი თვის ინტერვალში ორჯერ მიღებისათვის და ჩვენი ძვირფასი დღესასწაულების  მოლოცვისათვის და სიხარულის ერთად გაზიარებისათვის.

მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში სხვადასხვა რელიგიური კონფესიების და ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლები ძმურად და მეგობრულად თანაცხოვრობდნენ, დღესაც ასეა და ეს ტრადიცია მომავალშიც ასე უნდა გაგრძელდეს. სამწუხაროდ ზოგიერთი პიროვნებები და ჯგუფები საკუთარი ბინძური მიზნების მისაღწევად თავიანთი ქმედებებით ცდილობენ ეს უნიკალური ტრადიცია მოარღვიონ, ორ მოძმე მუსლიმურ მიმდინარეობებს და  სხვა კონფესიებს შორის ჰარმონიული თანაცხოვრების ტრადიცია მოშალონ. შესაბამისად ჩვენ სასულიერო ლიდერებმა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ აღნიშნული უნიკალური ერთობის ტრადიცია დავიცვათ, გავაძლიეროთ და გადავცეთ მომავალ თაობებს.

მუფთმა იასინ ალიევმაც თავის მხრივ პრემიერ მინისტრს მადლობა გადაუხადა მოწვევისათვის და ყურბან ბაირამის მოლოცვისათვის. მან აღნიშნა, რომ ბაირამის, პარასკევის და სხვა ლოცვებში მუსლიმი სასულიერო ლიდერები და მრევლი ლოცულობენ ქვეყნის ერთიანობისათვის, მშვიდობისათვის და სამშობლოს წარმატებისათვის. ჩვენ ყოველთვის ქადაგებებში მრევლს და ახალგაზრდა თაობებს მოვუწოდებთ იყვნენ ღვთის მოშიშნი და სამშობლოს პატრიოტნი, რადგან მუსლიმებისათვის დევიზია  ქვეყნის სიყვარული რწმენიდან მომდინარეობს. მუფთმა იმედი გამოთქვა, რომ ღმერთის ნებით მალე დამთავრდება მსოფლიოში პანდემია და ღვთის ნებით შემდეგ ბაირამს მეჩეთში მრევლთან ერთად აღვნიშნავთ.

https://www.youtube.com/watch?v=cTPS0oWNJRE&feature=emb_title

Read 154 times Last modified on Last modified on ივლისი 31 2020

მეჩეთები

ლოცვის დრო [2016]