საქველმოქმედო აქცია
სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოსა და ყატარის სახელმწიფოს საელჩოს ერთობლივი ორგანიზებით თბილისსა და რეგონებში საქველმოქმედო აქცია გაიმართა.
მიმდინარე წლის 4-8 ივლისს სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველომ ყატარის სახელმწიფოს საელჩოს მხარდაჭერით, 300 სოციალურად დაუცველ ოჯახს საკვები პროდუქტი გადასცა.
სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო საქართველოს მუსლიმების სახელით ყატარის სახელმწიფოს მადლობას უხდის მხარდაჭერისათვის და ყატარელ ხალხს მშვიდობას უსურვებს.
View the embedded image gallery online at:
http://amag.ge/index.php/news/item/483-2020-07-09-12-58-09#sigProId1aea39918d