Wednesday, August 5, 2020

შეხვედრა საუდის არაბეთის დელეგაციასთან

გამოქვეყნებულია სიახლები მარტი 03 2020 font size decrease font size increase font size

დღეს, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ოფისში სტუმრად იმყოფებოდნენ საუდის არაბეთის სამეფოს „COMMITTE HADI AND ADAHI“-ს წარმომადგენლები.

 

სასულიერო ლიდერებმა სტუმრებს მადლობა გადაუხადეს მუსლიმთა სამმართველოში სტუმრობისათვის, საქართველოს მუსლიმების მდგომარეობის, სხვადასხვა კონფესიებთან და სახელმწიფოსთან ურთიერთობის, ასევე  მუსლიმთა სამმართველოს საქმიანობის და მომავალი გეგმების შესახებ ესაუბრნენ. მუფთებმა საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის პროგრესული ურთიერთობა დადებითად შეაფასეს, აგრეთვე სურვილი და მზაობა გამოთქვეს მუსლიმთა სამართველოსა და საუდის არაბეთის შესაბამის უწყებებთან რელიგიური საქმიანობის და ურთიერთობის გაღრმავებისათვის.

სტუმრებმაც თავის მხრივ მასპინძლებს გულთბილი დახვედრისათვის მადლობა გადაუხადეს და მზაობა გამოთქვეს ორმხრივი ურთიერთობის გაძლიერებისათვის.

Read 356 times Last modified on Last modified on მარტი 03 2020

მეჩეთები

ლოცვის დრო [2016]