Saturday, December 5, 2020

მალაიზიის პრინცის ვიზიტი საქართველოში

გამოქვეყნებულია სიახლები ნოემბერი 27 2019 font size decrease font size increase font size

2019 წლის 27 ნოემბერს თბილისის ჯუმა მეჩეთს სტუმრობდა საქართველოში ვიზიტით მყოფი მალაიზიის პერლისის შტატის პრინცი ტუანკუ სიედ ფაიზუდდინ პუტრა ჯამალულლაილი,

ამავე შტატის უნივერსიტეტის (UniMAP) კანცლერი და სტუდენტები.

სტუმრებს თბილისის ჯუმა მეჩეთში მუფთი ჰაჯი იასინ ალიევი და შეიხი ჰაჯი რამინ იგიდოვი დახვდნენ. სასულიერო ლიდერებმა პრინცს და დელეგაციის წევრებს მადლობა გადაუხადეს საქართველოში ვიზიტისათვის და თბილისის ჯუმა მეჩეთში სტუმრობისათვის. მათ სტუმრებს საქართველოს მუსლიმების მდგომარეობის, მუსლიმი თემის სხვადასხვა კონფესიებთან და სახელმწიფოსთან ურთიერთობის, თბილისის ჯუმა მეჩეთის და საქართველოში მოქმედ მეჩეთების, ასევე მუსლიმთა  სამმართველოს საქმიანობის და მომავალი გეგმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

სტუმარმა სასულიერო ლიდერებს მადლობა გადაუხადა გულთბილი დახვედრისათვის, სამმართველოს საქმიანობა დადებითად შეაფასა, ასევე ხაზი გაუსვა, რომ ის აღფრთოვანებულია საქართველოში არსებული ტოლერანტობით, ქართველების უძველესი ისტორიით, კულტურით, ტრადიციებით და სტუმართმოყვარეობით.

დელეგაციის მეჩეთში ყოფნის დროს ორ მუსლიმ ახალგაზრდა წყვილს იმამი შეუღლების რიტუალს უსრულებდა, რამაც დელეგაციის წევრებში დიდი ინტერესი გამოიწვია და ისინიც დაესწრნენ აღნიშნული რიტუალის შესრულებას, შემდეგ ახლად შეუღლებულ წყვილებთან სამახსოვრო სურათები გადაიღეს.

შეხვედრის დასასრულს სასულიერო ლიდერებმა და სტუმრებმა ერთმანეთს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

Read 491 times Last modified on Last modified on თებერვალი 25 2020

მეჩეთები

ლოცვის დრო [2016]