Monday, March 30, 2020

ექსტრემიზმის და რელიგიური რადიკალიზმის წინააღმდეგ ბრძოლისადმი მიძღვნილი ღონისძიება

გამოქვეყნებულია სიახლები დეკემბერი 18 2019 font size decrease font size increase font size

დღეს თბილისშირელიგიური ექსტრემიზმის და რადიკალიზმის საფრთხის პრევენციისათვის ჯანსაღი რელიგიური განათლების როლითემაზე კონფერენცია გაიმართა.

აიათოლა მაკარიმ შირაზის ინიციატივით დაფუძნებულექსტრემიზმის და რადიკალიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კონგრეს“- სა და მუსლიმთა სამმართველოს მიერ ერთობლივი ორგანიზებით გამართულ კონფერენციაზე სასულიერო პირები, მეცნიერ-მკვლევარები, საზოგადო მოღვაწეები, საჯარო მოხელეები, დიპლომატიური კორპუსის და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ მუსლიმთა სამმართველოს შეიხი ჰაჯი რამინ იგიდოვი, მუფთი ჰაჯი იასინ ალიევი, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, ირანის ისლამური რესპუბლიკის საქართველოში სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი სეიდ ჯავად კევამ შაჰიდი, თურქეთის რესპუბლიკის საქართველოში საელჩოს რელიგიის საკითხებში ატაშე აჰმედ ერდემი, თურქეთისაჰლიებეითის სწავლულთა ასოციაციისთავმჯდომარე ქადირ აქარაზი, კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს თანამშრომელი ასევე თაზა ფირის მეჩეთის ახუნდი მირ ჯაფარ აიუბოვი, კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს საქართველოში წარმომადგენელი ალი ალიევი, ირანისექსტრემიზმის და რადიკალიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კონგრეს“-ის თავმჯდომარე დოქტორ მუჰამმედ ჰასან ზამანი, ირანში მოქმედ სუნიტური რელიგიური სასწავლებლების სამეცნიერო საბჭოს წევრი ისჰაკ მადანი, ექსპერტი ახლო აღმოსავლეთის საკითხში ვასილი პაპავა. სიტყვით გამომსვლელებმა დღესდღეობით მსოფლიოში კაცობრიობის წინაშე არსებული გამოწვევბის, რადიკალიზმის და მის სავალალო შედეგების, საზოგადოებისათვის მიყენებული ზიანის, რადიკალიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტურ მეთოდების, განათლების და ცნობიერების ამაღლების შესახებ ისაუბრეს. მსგავსი დამანგრეველი დაჯგუფებების წინააღმდეგ ბრძოლისათვის მუსლიმური მიმდინარეობების ერთობის და მსოფლიო ხალხების სოლიდარობის დემონსტრირების აუცილებლობაზე გაამახვილეს ყურადღება. მომხსენებლებმა აღნიშნეს, რომ ტერორს რელიგია და ეროვნება არ გააჩნია. მის ნებისმიერ სახეობის, ზოგადად ძალადობის, რადიკალურ და ექსტრემისტულ ქმედებების წინააღმდეგ ბრძოლა აუცილებელია. რადგან დღეს რადიკალიზებულ რელიგიის და რელიგიურ რადიკალიზმის ორივე შემთხვევაში დაზარალებული არის კაცობრიობა და რელიგია. მის ნებისმიერი ფორმით გამოვლინების შემთხვევაში მსოფლიოში მშვიდობას და სტაბილურობას საფრე ექმნება. მოხსენებებში ასევე აღინიშნა, რომ ტერორიზმი ექსტრემისტული აზროვნებიდან, რადიკალური აზროვნება კიდე უმეცრებიდან მომდინარეობს. მსგავსი მდგომარეობის პრევენციისათვის ჯანსაღი რელიგიური განათლება აუცილებელია

Read 58 times Last modified on Last modified on თებერვალი 25 2020

მეჩეთები

ლოცვის დრო [2016]