შეხვედრა მალაიზიის პარლამენტის თავმჯდომარესთან
მიმდინარე წლის 19 თებერვალს თბილისის ჯუმა მეჩეთში მუფთი ჰაჯი იასინ ალიევი და შეიხის წარმომადგენელი ქვემო ქართლში ჰაჯი გურბან მურგუზოვი
მალაიზიის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის დელეგაციის თავმჯდომარეს და წარმომადგენლებს შეხვდნენ.
მალაიზიის დელეგაციას წარმოადგენდნენ, ბ-ნი ტან სრი დატო მოჰამად არიფ მდ. იუსოფი მალაიზიის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე , ბ-ნი რაჯა დატო’ რეზა ბინ რაჯა ზაიბი მალაიზიის ელჩი საქართვლოში, ბ-ნი ვილიამ ლეონგ ჯი კინ სელაიგის პარლამენტის წევრი, ბ-ნი მუსლიმინ ბინ იაჰაია სუნაის ბესარის პარლამენტის წევრი, მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, ბ-ნი მა’ამუნ ბინ სულაიმან კალაბაკის პარლამენტის წევრი და ბ-ნი სირითარან კუტაპან დელეგაციის მდივანი.
მუფთმა დელეგაციის წევრებს მადლობა გადაუხადა თილისის ჯუმა მეჩეთში სტუმრობისათვის და საქართველოს მუსლიმების მდგომარეობით დაინტერესებისათვის, ასევე სტუმრებს მუსლიმთა სამმართველოს საქმიანობის, მუსლიმების მდგომარეობის, საქართველოში მოქმედ სხვადასხვა კონფესიებთან და სახელმწიფოსთან ურთიერთობის შესახებ ინფორმაცია გააცნო.
მუფთმა მუსლიმთა სამმართველოსა და მალაიზიის სახელმწიფოს შორის რელიგიური მიმართულებით თანამშრომლობა დადებითად შეაფასა და მომავალში ურთიერთობების გაღრმავების სურვილი გამოხატა.
პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარემ თავის მხრივ სასულიერო ლიდერებს გულთბილი მიღებისათვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებისათვის მზადყოფნა გამოთქვა.
http://amag.ge/index.php/news/item/478-2020-02-22-12-59-52#sigProIdce8b8c7bf4